FM97.5 / LIVE

პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცემათ - წულუკიანი

მთავარისიახლე, რეკლამა 27.03.2020
საგანგებო მდგომარეობა პენიტენციალურ დაწესებულებებში სამ აპრილამდე გახანგრძლივდა, პაემნები კვლავ აკრძალულია, ახალი პატიმრები კი 21 დღიან საკარანტინო სივრცეში ხვდებიან.

პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცემათ  - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებში პაემნების აკრძალვამ დისკომფორტი გამოიწვია, ამიტომ „16 მარტიდან დაწესდა შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15 წუთიან უფასო სასაუბრო დროს, ყოველი თვის განმავლობაში“.

დაახლოებით ერთი თვეა, ახალი პატიმრები 21 დღიან საკარანტინო პერიოდს გადიან და ამის შემდეგ უერთდებიან ძველ კონტიგენტს: „ეს არ გახლავთ ის საკარანტინო სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე უწოდებენ კარანტინს, ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში, იქ არის, როგორც კანონმდებლობის, ასევე ევროპული კონვენციის შესაბამისად შექმნილი პირობები ჩვენი პატიმრებისთვის. 21 დღეს გაატარებენ იქ ახალი პატიმრები და თუ რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოუვლინდებათ, შეერევიან ძველ კონტიგენტს“, - ამბობს წულუკიანი.

მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე 26 პატიმარი მიიღეს, ექვსი კი უკვე გაეწერა. ვირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

20 მარიტიდან კონტროლი დაწესდა ციხის თანამშრომლებზეც. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მათ სახლში აბრუნებენ: „20 მარტიდან დღემდე 100 თანამშრომელი გააბრუნა სახლში, ხოლო 80 გარედაცვის ინსპექტორი. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, კერძო კომპანია და ათეულობით ადამიანი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებებში და ალაგებდნენ ამ ტერიტორიებს, ისინი 23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. ციხის ადმინისტრაცია საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“.

24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და პროცესები აეწყო ონლაინ.

„მომავალი კვირის დასაწყისში გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, რომელზეც ვმუშაობთ, რომ პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდეს ციხეები“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ციხის სასურსათო მაღაზიები საკვების ნაკლებობას არ განიცდის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 780 თანამშრომელი იცხოვრებს და დაწესებულებას არ დატოვებს' - წულუკიანი
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ვადა ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება – წულუკიანი
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
'თუ ქვეითად მოსიარულეებმა წალეკეს ქუჩები, მივიღებთ სხვა ზომებს' – წულუკიანი
21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება
კორონავირუსის გავრცლების რისკების გამო ციხეებში პაემნები შეიზღუდება
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი