FM97.5 / LIVE

როგორ აპირებს ხელისუფლება 9 პირველად პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და მისგან ნაწარმოები პროდუქტები და ლობიო - იმისთვის, რომ ამ ცხრა, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს, სახელმწიფო 10 მილიონ ლარს დახარჯავს.

როგორ აპირებს ხელისუფლება 9 პირველად პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას

საქართველოს მთავრობის 185 დადგენილებით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებისთვის, თანხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გამოიყოფა.

ეს თანხა სუბსიდიაა, რომლითაც სახელმწიფო მითითებულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის დაზღვევას შეძლებს.

დადგენილების მიხედვით, კომპანიებს, სუბსიდირების მიღების შემდეგ, პროდუქტზე ფასის ზრდის შემთხვევაში, 10 000 ლარის ოდენობით დაეკისრებათ.
პირველად დავალება პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მიზნით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 მარტს გასცა.

გადაწყვეტილება მთავრობამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების და ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო მიიღო.

საქართველოში 25 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4055 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19