FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში დავალიანების გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
სამცხე-ჯავახეთში იმ აბონენტებს, ვისაც გადასახადი არ გადაუხდია 24 მარტიდან „ინტერგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. დავალიანების გადავადებას არ აპირებენ არც რეგიონში მოქმედი სხვა კომპანიები.

სამცხე-ჯავახეთში დავალიანების გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო

„უკვე ვუთიშავთ ყველას. საგანგებო მდგომარეობა 21–ში გამოცხადდა, ხალხს გადასახადი კი 15–ში უნდა გადაეხადათ, თუმცა კიდე ვაცადე რამდენიმე დღე და ვინც არ გადაიხადა ყველას ჩაჭრები დავიწყეთ. ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას საგანგებო მდგომარეობაა და ვერ ვიხდიო ეგაა ზღაპარი, ამ ხალხს თებერვლისა უნდა გადაეხადა და შეღავათი რატომ უნდა გავუწიოთ?!“,- უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ვასო აბულაძემ.

შეიძლება თუ არა მარტის გადასახადს რაიმე შეღავათი შეეხოს ამაზე აბულაძე გვპასუხობს, რომ კომპანია მოიფიქრებს და განიხილავს საკითხს:„ვნახოთ რა იქნება მარტში“.

რეგიონში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია, „სოკარი“, „ინტერგაზი“ და ჯავახეთში მოქმედი „ეს ჯი გაზი“.

მოქალაქეებისთვის დავალიანების გადავადებას არც „სოკარი“ აპირებს. კომპანიის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დავალიანების გადავადებას არ განიხილავენ არც „ეს-ჯი-ში“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, რაზმიკ ღუმაშიანის განმარტებით, ისინი გაზს „სოკარისგან“ ყიდულობენ, ამიტომ გადავადების შემთხვევაში, თვითონ მოუწევთ „სოკარისთვის“ ჯარიმის გადახდა.

„ხალხმა გაზის გადასახადი 18-ში უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვინც ვერ გადაიხადა ჯერ არ ჩამიჭრია. ჩვენ გაზს ვყიდულობთ „სოკარისგან“, მასზე ვართ დამოკიდებულები. 25-ში კიდევ „სოკართან“ გვიწევს ანგარიშის გასწორება ხოლმე. თუ ვიღაცამ არ გადაიხადა, მერე ჩვენ ვიხდით ამის გამო ჯარიმას. ახლა დღეის მერე დავიწყებ უკვე ჩაჭრებს. რაიმე შეღავათების შესახებ არც მთავრობაშია საუბარი და ჩვენ რა უნდა ვქნათ“,- ამბობს რაზმიკ ღუმაშიანი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჯერ კიდევ 18 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გააკეთა კომენტარი, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, კომუნალური დავალიანების გადავადების საკითხი ჯერ არ განიხილება.

[მარიამ, ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გადაუხდელობის გამო,  ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება
როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში
ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს
აბონენტებს წყლის დავალიანება უნახევრდებათ

რეგიონებში წყლის დავალიანება გაუნახევრდებათ
ტექდათვალიერების გამო მძღოლები არ დაჯარიმდებიან - ნათია თურნავა