FM97.5 / LIVE

‘რეგულაციები ჩვენს რეგიონშიც ამოქმედდება’- ბესიკ ამირანაშვილი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 17.03.2020
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი სამგზავრო მიკროავტობუსების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ხვალ, 18 მარტს გააკეთებს, მანამდე კი აღნიშნულ საკითხს მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად განიხილავს.

‘რეგულაციები ჩვენს რეგიონშიც ამოქმედდება’- ბესიკ ამირანაშვილი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე

სამხარეო ადმინისტრაციაში,რწმუნებული გაფართოებულ თათბირს ხვალ, 18 მარტს 12:00 საათზე გამართავს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები,საკრებულოს თავმჯდომარეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დაესწრებიან.

„ტრანსპორტთან და სხვა საკითხების თაობაზე ხვალ დილით მაქვს შეხვედრა მუნიციპალიტეტბის მერებთან და სამსახურის უფროსებთან, რა თქმა უნდა ყველა რეგულაცია ამოქმედდება ჩვენს რეგიონში. ასევე ვისაუბრებთ ალტერნატიულ გზებზეც“,-ამბობს ამირანაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ხვალიდან, 18 მარტიდან მიკროავტობუსების გადაადგილება აკრძალა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სახის შეზუდვის შესახებ ინფორმაცია მათ არ აქვთ.

"მგზავრების რაოდენობამ იკლო, თუმცა ჯერ არავინ დაგვკავშირებია რომ მოძრაობა შევაჩეროთ“,-გვითხრეს ახალციხის ავტოსადგურზე.

[მარიამ , ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში
ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა