FM97.5 / LIVE

საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.03.2020
ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge, რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

თვთიზოლაციის მოთხოვნის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სამინისტროს ვებგვერდიდან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონაში 28 პირი გადაიყვანა
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 22 ადამიანი გადაიყვანეს
ასპინძაში ადგილობრივმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია
თავდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა