FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2020
კორონავირუსული პანდემიის გამო, რაბათის ისტორიულ კომპლექსში, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლების, ასევე ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები კი კონტროლდებიან.

‘ახალციხის ციხეზე’ ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

„ახალციხის ციხის“ დირექტორის დავით ტაბატაძის განმარტებით, გასული თვეებისგან განსხვავებით, ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია. პრევენციის მიზნით, ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის რეკომენდაციებს ითვალისწინებს: „კონკრეტულად ვერცერთ ქვეყანას გამოვყოფ, საიდან უფრო იკლო ვიზიტორების რაოდენობამ. ზოგადად, ყველა ქვეყნიდან შემცირდა. შემცირებულია ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან მომსვლელთა რაოდენობა. ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვითავლისწინებთ, რაც აქამდე მოგვცეს“.

მისივე თქმით, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან „ახალციხის ციხეზე“ შემოსულ ტურისტებს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სამსახურები აკონტროლებენ.

„ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, რომ თუ ტურისტი შემოსულია, იტალიიდან, კორეიდან, ჩინეთიდან ან მსგავსი ტიპის ქვეყნებიდან, სადაც უფრო გავრცელებულია კორონავირუსი, ვთანამშრომლობთ ჯანდაცვასთან. ვრეკავთ, მოდიან ამოწმებენ პასპორტებს, თუ საიდან შემოვიდნენ და როდის. საჭიროების შემთხვევაში, თავად მიაქცევენ ყურადღებას. რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებები და შეზღუდვები არ გაქვს“, – განმარტა დავით ტაბატაძემ.

რაც შეეხება ადმინისტრაციის მუშაობას, დახურულ ზონებს, როგორიც არის მუზეუმი, საინფორმაციო ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საკონფერენციო დარბაზი, კვირაში ორჯერ დეზინფექცია უტარდება.

ტაბატაძის თქმით, თუ იქნება რეკომენდაცია ციხის დახურვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია გაითვალისწინებს - “ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს და არც მსგავსი რეკომენდაციები გვაქვს მიღებული“.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ახალციხის ციხეზე" შესვლა უფასო იქნება
სექტემბრიდან  ახალციხის ციხეზე შესვლის განრიგი იცვლება
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
გასულ წელთან შედარებით, წელს, იანვარში, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 23.5%-ით გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა