FM97.5 / LIVE

‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’ ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.03.2020
2019 წელს „ხერთვისის ციხეს“ და „ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალს“ 194 241 ვიზიტორი ესტუმრა შემოსავალმა კი 1 331 286 ლარი შეადგინა.

‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’  ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალს“ 2019 წელს 172 756 ვიზიტორი ესტუმრა. მუზეუმის შემოსავალმა ერთი წლის მანძილზე 1 243 881 ლარი შეადგინა.

გასულ წელს „ხერთვისის ციხე“ 21 485 ვიზიტორმა დაათვალიერა, ამ პერიოდში ციხემ 87 405 ლარის შემოსავალი მიიღო.

ვიზიტორებს შორის, რამდენია ადგილობრივი და რამდენი სხვა ქვეყნის მოქალაქე, უცნობია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ.

„ვინაიდან სააგენტოს სისტემაში შემავალი მუზეუმ–ნაკრძალების მომსახურების ტარიფი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორისთვის ერთი და იმავე ღირებულებით განისაზღვრება, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არ ხორციელდება ვიზიტორთა მოქალაქეების შემოწმება, შესაბამისად, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ადგილობრივ და უცხოელ დამთვალიერებელთა რაოდენობის შესახებ, სააგენტოს არ გააჩნია“– აღნიშნულია ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებში ბილეთის ფასი გაიზარდა. მათ შორის ვარძიის და ხერთვისის მუზეუმ-ნაკრძალშიც.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენი ვიზიტორი ესტუმრა 2019 წელს ბორჯომის მუზეუმს

‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’  ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს

[ნუკა სტეფნაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა
მუზეუმებსა და ნაკრძალებში გაზრდილ გადასახადს ადგილობრივები აფასებენ [ვიდეო]
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ახალციხის ციხემ 2018 წელს 900 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო