FM97.5 / LIVE

ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.12.2019
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლოდ ნომინირების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობას აგრძელებს.

ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ

სამუშაო პროცესის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის კონსულტაციით მიმდინარეობს, სამოქმედო გეგმას გაეცვნენ დარგობრივი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პროფესორ ლუიზა დე მარკოს მიერ მომზადებული დოკუმენტს - Road Map სამომავლოდ ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და მართვის მექანიზმები დაექვემდებარება.

„სამუშაო შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დამცავი ზონების განსაზღვრის მიზნით შემუშავებული წინადადება, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კულტურული მემკვიდრეობის რესურსებით მდიდარი არეალის დაცვის მექანიზმების დასაფუძნებლად“, - აცხადებენ სააგენტოში.

სახელმწიფო უწყებათა საკოორდინაციო შეხვედრა USAID -ის ზრდა პროგრამასთან თანამშრომლობით იმართება.

* ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა.
სანომინაციო განაცხადი UNESCO-ს მიერ ქართულ მხარეს მობრუნებული აქვს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციით. განვლილ 5 წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელებული მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე გამორჩეული ისტორიულ-კულტურული არეალის ხელახალი ნომინირება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარუმატებელი აღმოჩნება. პრობლემურ მიმართულებად ამ დრომდე რჩება ვარძია-ხერთვისის სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის დაფუძნება, რაც მხოლოდ უწყებათაშორისი კოორდინიებული ქმედებებითაა შესაძლებელი.

* USAID-ის ზრდა პროგრამა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში მიმდინარე წლიდანაა აქტიურად ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშიროსო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავნია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა უშლის ხელს  ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’  ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან