FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 07.03.2020
პოლიციელების მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისათვის ახალციხეში ორი პირი დააკავეს. ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც გ.ნ და გ.გ გამოესარჩლნენ მესამე პირს, ვის ავტომანქანასაც პოლიცია იმ მომენტში ჩხრეკდა.

ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს

1988 წელს დაბადებული გ.ნ.-სა და 1990 წელს დაბადებული გ.გ.-ს სასამართლო პროცესი დღეს, შვიდ მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

ისინი სამართლამდამცველებმა ექვს მარტს, საღამოს 18:35 საათზე ახალციხეში, თამარშვილის ქუჩაზე დააკავეს. მათ მიმართ პოლიციამ ორი ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექისის 173 მუხლის შესაბამისად შეადგინა, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ანდა მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილეებას.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ექვს მარტს, საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ნ. და გ.გ. იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ პოლიციის თანამშორმლების მისამართით და არ დაემორჩილნენ მათ კანონერ მოთხოვნებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცველებს სიტყვიერად მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც პოლიციელები, თამარაშვილის ქუჩაზე ჩხრეკას აწარმოებდნენ ახალციხის მერის ერთ-ერთი წარმომადგენლის შვილის ავტომანქანაში. თუმცა პროცესზე მესამე პირის შესახებ საუბარი არ ყოფილა. შსს-ს წარმომადგენელმა მხოლოდ დაადასტურა, რომ ფაქტი მესამე პირის ჩხრეკის დროს მოხდა.

„ექვს ნოემბერს დაწყებული იყო გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობდა პიროვნების პირადი ჩხრეკა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს, გ.ნ. და გ.გ.ე მოვიდნენ აღნიშნულ ადგილზე, რა დროსაც გამოხატავდნენ აგრესას, ყვიროდნენ ღრიალებდნენ. მოუწოდეს პოლიციის თანამშრომლებმა მათ დაწყნარებულიყვნენ, ამის შემედეგ პოლიციის მისამართით აგრესიულები გახსნენ და დაიწყეს შეურაცხმყოფა. რის შედეგადაც ეს ორი პიროვნება დაკავებული იქნა“, - განმარტა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ბარძიმაძემ.

დაკავებულების ადვოკატის შალვა გოგოლაძის განმარტებით, ორივე პირი დანაშაულს აღიარებს: “ნამდვილად არასაკადრისი ჩაიდინეს. აღნიშნულს არ ვაპროტესტებთ, არ ვხდიტ სადაოს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ინანიებენ“.

მისივე თქმით, ორივე დაკავებული ახალი დაბრუნებულია ემიგრაციიდან, სადაც ისინი სამუშაოდ იყვნენ წასულები, ახლა კი მუშაობის დაწყებას საქართველოში აპირებენ: „ოთხშაბათს აქვთ გასაუბრება და კარგი იქნება თუ სასმართლო გაითვალისწინებს, რომ ახალგაზრდებს ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება მოითხოვა, რაც პატიმრობას 15 დღით ითვალისწინებდა.
მოსამართლე ლუიზა თოდუას გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულ პირს სასჯელის ზომად ორ დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს
შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა
ახალციხეში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ ორ მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრა
ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრაზე შსს-მ სამი პირი დააკავა
ქორწილში მამაკაცების დაჭრაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ