FM97.5 / LIVE

ქორწილში მამაკაცების დაჭრაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.02.2020
ახალქალაქში, ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძება შეეფარდათ. ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ქორწილში მამაკაცების დაჭრაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, ცხრა თებერვალს იმსჯელა. 28 წლის მამაკაცები პატიმრობაში რჩებიან.

ახალქალაქში დაპირისპირება ექვს თებერვალს მოხდა. ჩხუბში, ცივი იარაღით სამი ახალგაზრდა დაიჭრა. დაშავებულები 29, 27 და 23 წლის მამაკაცები არიან.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ორი პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ ახალქალაქში ახალგაზრდების დაჭრისთვის ორი პირი დააკავა
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
შსს–მ ანდაში ორი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს
დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრაზე შსს-მ სამი პირი დააკავა
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს