FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 09.11.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ოთხ ახალგაზრდას 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამავე ფაქტზე ძიება სსკ–ის 239–ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს;

ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
დღეს, 9 ნოემბერს, დაახლოებით ორ საათზე მეტ ხანს ახალციხის რაიონული სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთხი ახალგაზრდის საქმეს იხილავდა. მათ შორის სამი ახალციხეში საბარგო სადგურზე, თურქულ ბართან სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს. ერთი კი ამავე დღეს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში აიყვანეს. გ. ლ. პოლიციაში დაკავებული მეგობრების გამო მივიდა, აქ გამოწვეული ხმაურისა და ასევე პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი სამართალდამცავებმა ისიც დააკავეს.

საბარგო სადგურზე დაკავებულებს პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გულისხმობს. რაიუნულ სამმართველოში დაკავებულს კი ამავე მუხლთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდქსის 166–ე მუხლით წვრილმან ხულიგნობასაც ედავებიან.

ოთხი დაკავებულიდან ერთ–ერთი გ.კაპანაძე პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ახალციხის რაიონულ სამმართველოში სცემეს: „ყველას ვიცნობ ვინც დამარტყა“, – გვითხრა მან სასამართლო დარბაზში გამოცხადებული შესვენებისას.

დაშავებული სასამართლოში ახალციხის რეფერალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, თუმცა პროცესის დაწყებამდე თავი ცუდად იგრძნო და ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მისი ადვოკატების თქმით, დაშავებულს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.

„გ. კაპანაძე არ მიიღო დროებითი მოთევსების იზოლატორმა ნაცემი, ამიტომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ დაკავებისას გ. კაპანაძეს სადმე ნაიარევი აღენიშნებოდა, ეს დაკავების ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს. ოქმში კი ასეთი არაფერი წერია. თუ არ ჰქონდა ნაირევი და მერე გაუჩნდა, ე.ი. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა კაპანაძეს სახეზე იარა აქვს“, – განაცხადა გ. კაპანაძის ერთ–ერთმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზში ირაკლი ბარძიმაძემ.

არ დაეთანხმნენ ბარძიმაძეს პოლიციის თანამშრომლები. ახალციხის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლის გურამ ხართიკაშვილის თქმით, არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ გ. კაპანაძე დროებითი მოთავსების იზოლატორმა არ მიიღო: „უბრალოდ, როცა ჩაყავდათ იზოლატორში თქვა, რომ მუცლის არეში ტკივილს გრძნობდა და ექიმი მოითხოვა“.

დარბაზში კი გ. კაპანაძემ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების დევნა ისევ გრძელდება: „სულ გვეუბნებიან წადით ახალციხიდანო“.

გარდა კაპანაძისა, სხვა დაკავებულებს ადვოკატები არ ჰყოლიათ. არცერთმა მათგანმა სასამართლოში სამართალდარღვევის ფაქტი არ აღიარა.
საქმის მასალების მიხედვით ახალგაზრდები სამართალდარღვევის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს კი ერთ–ერთმა დარბაზშიც დაადასტურა.

„ნასვამი ვიყავი ამას არ უარვყოფ, იქ რაღაც გაუგებრობაც იყო, თუმცა ჩემი მხრიდან პოლიციელების მისამართით გინებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კ.ბ–მ.

თუმცა, განსხვავებული ფაქტები აღწერეს სასამართლო დარბაზში პოლიციის მოწმეებმა. დღეს, ჩვენება ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ლევან ბერიძემ და თურქული ბარის მეპატრონემ მაია ქელეხიძემ მისცეს.

ლევან ბერიძის თქმით, როდესაც ბარში ვითარება დაიძაბა იმ პერიმეტრზე პოლიცია პატრულირებას ახორციელებდა. თუმცა, იმის გამო რომ ახალგაზრდები სამართალდამცავებს არ დაემორჩილნენ და იგინებოდნენ, სხვა ეკიპაჟის გამოძახებაც გახდა საჭირო.

მაია ქელეხიძის თქმით, კი ნასვამი მამაკაცები მის ბარში შევიდნენ და მიმტანს, ასევე ერთ–ერთ კლიენტს შეურაცხყოფა მიაყენეს: „მე რომ ჩავერიე საქმეში დამარტყეს, ამან (გ. კაპანაძეზე მიუთითა (ს.კ)) სახეში შემაფურთხა. კართან ეგდო ნაცემი კაციც. იძახდენენ ახალციხეში ყველაფერი ჩვენ ვართო. პოლიცია როგორც მოვა ისე წავაო. ამიტომ 112–ზე დავრეკე“.

ქელეხიძის თქმით, მას შემდეგ რაც პოლიციამ ახალგაზრდები დააკავა, მასთან ორი პიროვნება მივიდა და გააფრთხილა, რომ არაფერი ეთქვა: „თუ ამას მოყვები რაც აქ მოხდა, მერე ნახავ რაც მოგივაო“.

პოლიციამ დარბაზში დაკავებულებისთვის ადმინსიტრაციული პატიმრობა 10 დღე მოითხოვა. კაპანაძის ადვოკატებმა კი ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტა და დაკავებულის გათავისუფლება ითხოვეს.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ადგილზე მსჯელობით ოთიხვე დაკავებულს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა: „არცერთ თქვენგანს არ უღიარებია მომხდარი, ამიტომ გადავწყვიტე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

კაპანაძის ადვოკატების თქმით, ახალციხის რაიონული სასამართოს გადაწყვეტილებას ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებენ. ახლა კი მათი მოთხოვნაა, დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანონ, რადგან თავს შეუძლოთ გრძნობს და ნებიმისერ წუთს შეიძლება ვითარება გართულდეს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მხულით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, გამოძიება მიმდინარეობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ
დაკავებული, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, იზოლატორში დააბრუნეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
ახალციხეში პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ
რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები