FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, საკუთარ თავს ვერ ვცნობთ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2020
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა, რომ საქართველოში საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური ციებ-ცხელება ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას.

პრეზიდენტი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, საკუთარ თავს ვერ ვცნობთ

პრეზიდენტის სიტყვას, სხდომათა დარბაზში მხოლოდ მთავრობის წევრები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. მოხსენების პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ გაიმართა აქციაც.

„იმის მაგივრად რომ ყველა ერთად, ჩვენი ძალით და რესურსით, ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე. გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ. ერთობის ნაცვლად ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა. ყველაფერი რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის. ყველაფერი რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში. აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულათა სისტემა. მივიღეთ აგრესია შემწყნარებლობის ნაცვლად. შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად, ეგოიზმი -სოლიდარობის ნაცვლად. შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა.

მისი თმით, „ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

„ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და მეტი სოლიდარობა ეკონომიკაში. ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება - რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს. ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება - სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას’ - სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების პროცესზე დასასწრებად მივიდა [R]
პრეზიდენტი - 'ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას
სოლიდარობა უკრაინას! - ახალციხეში აქცია დაიგეგმა
საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
ასპინძელმა ახალგაზრდებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს