FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი - 'ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.12.2019
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა – ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.

პრეზიდენტი - 'ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'

მისი თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია.

„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვერ გავიტანოთ ჩვენი კულტურა, იდენტობა, ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ჩვენი მოვალეობა და მომავალია. ამით ან ძალიან საინტერესო ვიქნებით მსოფლიოსთვის, ან არ ვიქნებით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. ძალიან მდიდარია რეგიონი ამ მხრივ: თავისი რელიგიით, თავისი არქეოლოგიით, თავისი წარსულით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ლელო' პრეზიდენტის განცხადებაზე – 'დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს'
სალომე ზურაბიშვილი - 'მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული'
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
თავდაცვის მინისტრი ზურაბიშვილს: 'ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები'