FM97.5 / LIVE

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2019
ასპინძაში, სახალხო დღესასწაულის „შოთაობა 2019“-ის ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა. ღონისძიების გამართვამდე კი, ოთხი დღე რჩება.

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

„შოთაობა 2019“ ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერი მეორედ 27 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა ექვსი სექტემბერი იყო, თუმცა ტენდერი არ შედგა იმ მიზეზით, რომ განაცხადი არ შევიდა.

სახალხო დღესასწაულამდე ოთხი დღე რჩება. ამიტომ ასპინძის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ოთარ ცინაძის თქმით, ტენდერის გამარტივებული შესყიდვა მოხდა, რომლის მიხედვითაც „შოთაობის“ ორგანიზებას ადგილობრივი ინდმეწარმე გიორგი ტივაძე, 20 313 ლარად განახორციელებს.

„რადგანაც ტენდერი ჩაიშალა, მოვითხოვეთ შესყიდვების სააგენტოსგან, რომ გამარტივებული წესით ხელშეკრულება დაგვედო ადგილობრივ ინდმეწარმესთან და ახლა „შოთაობის“ ორგანიზებისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – გვიხსნის ოთარ ცინაძე.

მისივე თქმით, 27 სექტემბერს სახალხო დღესასწაულისთვის ყველაფერი მზად იქნება. სოფელ რუსთავის შესასვლელში ფაცხების აგება და კონცერტისთვის სცენის მონტაჟი დაწყებულია.

სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, „შოთაობა“ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

ასპინძის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ვარძიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ჩატარდება.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
'შოთაობისთვის' გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს