FM97.5 / LIVE

სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

მთავარისიახლე, განათლება 28.02.2020
განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის, კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა განსაზღვრა.

სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ფორმით ტესტირება ექვს და შვიდ მარტს, ოთხ სესიად ჩატარდება. პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა ოთხი საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, შეზღუდული შესაძლების მქონე აპლიკანტებმა 27 თებერვლიდან სამი მარტის ჩათვლით, განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

ტესტირება თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ხოლო აჭარის რეგიონში, კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებს შეუძლიათ მიიღონ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერთიფიცირება იწყება
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება გადაიდო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება
პროფსასწავლებლებში ტესტირების დღე განისაზღვრა
პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ტესტირება 6 მაისს ჩატარდება
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება