FM97.5 / LIVE

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება

მთავარისიახლე, განათლება 25.10.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება ოთხ ნოემბერს ჩატარდება.

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება

ტესტირება 09:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად ჩატარდება. ტესტი პროფესიული უნარების, ასევე საგნისა და საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება.

დაფინანსების მოსაპოვებლად, მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ტესტირებამდე საგამოცდო ცენტრებში, სამ ნოემბერს პრეტესტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ. პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა.

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.

ბარათზე მითითებული იქნება:

მონაწილის პირადი ინფორმაცია;


რეგისტრაციის დრო;

საგამოცდო ცენტრის მისამართი;

ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება ორი ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში, ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდნენ. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.ge

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

სარეგისტრაციო ფურცელი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ტესტირება 6 მაისს ჩატარდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება
პროფსასწავლებლებში ტესტირების დღე განისაზღვრა
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება მიმდინარეობს
მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ
დღეიდან აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლისათვის ტესტირება მიმდინარეობს