FM97.5 / LIVE

აწყურში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’ გათვალისწინებული შეხვედრა ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.02.2020
სოფელ აწყურში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შესარჩევად დაგეგმილი კრება არ შედგა. შეხვედრაზე ადგილობრივების საკმარისი რაოდენობა არ მივიდა. ეს კრების ჩაშლის პირველი შემთხვევა იყო, ადგილობრივების შეკრებას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც უნდა დასწრებოდნენ.

აწყურში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’ გათვალისწინებული შეხვედრა ჩაიშალა

საერთო კრება დღეს, 21 თებერვალს, 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მოსახლეობას პრიორიტეტი შეერჩია, სხდომას 200 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდა.

კრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ: „მოსახლეობის ჩართულობის პრობლემაა. აწყური დიდი სოფელია და 200 ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო რომ დაგვეწყო სხდომა. სულ 72 ადამიანი მოვიდა“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე.

იგი ირწმუნება, რომ მოსახლეობა შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო: „რწმუნებული, დეპუტატი, ყველა ჩართულები არიან. თვითონ მოსახლეობამ, ყველამ იცოდა და არ მოვიდა. სხვა სოფლებშიც რომ მომხდარიყო ასე, არც იქ ჩავატარებდით“.

კაპანაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სოფლის კრებაზე ადგილობრივების საკმარისი რაოდენობა არ მივიდა: „თისელსა და ტყემლანაშიც გვქონდა კრებები. იქ ყველაფერი კანონის დაცვით იყო“.

ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლებში საერთო კრებებს ექვსი თებერვლიდან ატარებს. ამ დრომდე კრების ჩაშლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს საერთო კრება იმ დროს ჩაიშალა, როცა მას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უნდა დასწრებოდნენ. აწყურში იმყოფებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალოვბა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი.

„სამოქალაქო საბჭოს ფარგლებში, მერიაში პრობლემების ჩამონათვალი გვაქვს შეტანილი, რის გათვალისწინებასაც ვითხოვთ. ამიტომ გვინდოდა დასწრება. მინდოდა, რომ მერიაში შეტანილი საკითხები დაეყენებინათ. მაგრამ ვერ შეგროვდა საკმარისი რაოდენობის ხალხი. სოფელში არის 1 200 ამომრჩეველი და კრებას უნდა დასწრებოდა 200 ადამიანი“, - ამბობს თამუნა უჩიძე.

წინასწარი ინფორმაციით, აწყურში კრება 28 თებერვლამდე გადაიდო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგელბში, 2020 წლისთვის აწყურში 20 000 ლარია განსაზღვრული. რისი გაკეთება სურს მოსახლეობას ამ თანხით, თავად მათ უნდა გადაწყვიტონ.

აწყურში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’ გათვალისწინებული შეხვედრა ჩაიშალა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ სოფელი რა რაოდენობის თანხას მიიღებს ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება
ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საკამათო გახდა
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მკაცრი მონიტორინგით (R)
ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ
‘ასე პიარს იკეთებენ’ – სოფლის კრებებს მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებიან