FM97.5 / LIVE

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წელს ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

მთავარისიახლე 20.02.2020
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის განცხადებით, ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წელს ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე. სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და საუკეთესო ხარისხის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს“ - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის ანგარიშში, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასკომის წევრებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) კომისიის წევრებს დაეგზავნათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოჩი და EYOF-ის კომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ არუჯო.

როგორც ცნობილია, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა, როგორც 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა.

მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები და ბაკურიანის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგები ანგარიშის სახით კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა, პიტერ ბრულმა მოამზადა, რომელიც EOC-ის აღმასკომის და EYOF -ის კომისიის წევრებს დაეგზავნათ.

„საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები უკვე თვალსაჩინოა მიმდინარე წელს ლოზანაში მსოფლიო ახალგაზრდობის თამაშებზე მოპოვებული მედლებისა და 2020 წ. ISU-ის ევროპის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკურიანი შერჩეულია 2023 წლის FIS-ის სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF -ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით“ - აღნიშნულია ანგარიშში.

პიტერ ბრულის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენს ის მემკვიდრეობა, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ დარჩება ქვეყანაში ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით.

ამ კუთხით, მის ანგარიშში აღნიშნულია ის პროექტები, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხორციელდება. მათ შორის დასახელებულია ბაკურიანში არსებული ძველი ტრასის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც უდიდესი სატრამპლინო ხტომების ცენტრს წარმოადგენდა და მეტად პოპულარულია საქართველოში. პროექტი მომზადებულია FIS-თან თანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი დამტკიცებულია.

პიტერ ბრული ასევე აღნიშნავს ბიათლონის ცენტრის პროექტს ბაკურიანში, რომლის აუცილებელი დაგეგმარება უკვე მომზადებული და დამტკიცებულია, ასევე ყინულის არენა ფიგურული ციგურაობისთვის.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყინულის არენა გაკეთდება თბილისშიც (ყინულის ჰოკეისთვის). „ამასთანავე, 2020/2021 წლებისთვის აშენდება ახალი გზატკეცილები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად“ - აღნიშნავს თავის ანგარიშში EOC-ის სპორტის დირექტორი და 2025 წლის ეაოფ-ის შემფასებელი კომისიის წევრი პიტერ ბრული.

საქართველოს მთავრობამ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით, გადაწყვიტა, უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.

ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო კანდიდატ ქვეყნად დაარეგისტრირა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ბაკურიანში იმყოფება
ბაკურიანში, ახალგაზრდული ოლიმპიადის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს
29 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]
ბორჯომში ოლიმპიური ცეცხლი საზეიმო ღონისძიებების გარეშე  შემოვა