FM97.5 / LIVE

ვალეს ყოფილი რწმუნებული ახალციხის გამგეობის წინააღმდეგ

მთავარისამართალი 25.10.2013
ახალციხის სასამართლოში დღეს ვალეს ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის ადმინისტრაციული საქმე განიხილეს; რატომ უჩივის ზურაბ ნასყიდაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას;

ვალეს ყოფილი რწმუნებული ახალციხის გამგეობის წინააღმდეგ
ვალეს ყოფილი რწმუნებულის ზურაბ ნასყიდაშვილის საქმის ადმინისტრაციული განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 25 ოქტომბერს გაიმართა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ სამსახურიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლა.

ნასყიდაშვილმა, 26 აგვისტოს, თათბირზე, მიიღო დავალება , „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვალეში მოსახლეობის პრიორიტეტები გამოევლინა. როგორც თავად ამბობს, დავალება 30 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შესახებ 2 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს თათბირზე მოახსენა. 6 სექტემბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

უსამსახუროდ დარჩენილი ზურაბ ნასყიდაშვილი 6 სექტემბრის ბრძანების გაუქმებასა და პოზიციაზე დაბრუნებას მოითხოვს.

„მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა და თქვენ სასამართლომ მოგცათ გონივრული ვადა მორიგებისთვის...“ - მიმართა სასამართლო პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს მოსამართლე გია ბერაიამ.

„მორიგება ვერ შედგა, არანაირი შემოთავაზება გამგეობიდან, სამსახურში, თუნდაც სხვა პოზიციაზე, დაბრუნებასთან დაკავშირებთ, არ მიგვიღია“, - უპასუხა მოსამართლეს ზურაბ ნასყიდაშვილის ადვოკატმა ნიკოლოზ ათუნაშვილმა.

არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის განცხადებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ავთანდილ თელიაშვილი: „თქვენ თავად თქვით უარი მორიგებაზე, მაგრამ თუ თანახმა ხართ, მზად ვარ ამ საკითხთან დაკავშირებთ საქმის კურსში ჩავაყენო ხელმძღვანელობა“.

მისივე განცხადებით, კვლავ ვალეს რწმუნებულის თანამდებობაზე, არა მაგრამ სხვა პოზიციაზე ნასყიდაშვილის დაბრუნება შესაძლებელია.
კვლავ ვადის გახანგრძლივებაზე მორიგებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ მხარეებს დრო პაექრობისთვის დაეთმოთ.

ნასყიდაშვილი ცდილობდა აეხსნა თუ რატომ ვერ შეძლო დათქმულ ვადაში პრიორიტეტის გამოვლენა: „მიუხედავად იმისა, რომ ვალეში 1500-მდე კომლია, საჭირო რაოდენობის ადამიანების შეკრება თათბირზე ვერ შევძელი, რადგან ამ დროს ყველა მთაში იყო წასული. ანუ ხალხი კი მოვიდა, მაგრამ ის ქვოტა ვერ შედგა, რომ პრიორიტეტი გამოგვევლინა“.

თელიაშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია, იქ, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საჭირო რაოდენობის ადამიანები ვერ შეკრიბო იმისთვის, რომ პრიორიტეტი გამოავლინო: „ვალეში არ არის გზა, წყალი, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და აქ პრიორიტეტის გამოვლენა არ არის რთული. უხერხულია, რომ ამხელა დასახლებიდან გამგეობამ სრულყოფილი ანგარიში ვერ მიიღო სამინისტროში წარსადგენად. ამის გამო იქ პროექტი დროულად ვერ განხორციელდა, ეს ბევრ ადამიანს შეეხო და ამიტომ, ნასყიდაშვილის გათავსიუფლების შესახებ დაწერილი ბრძანება სამართლიანია“.

მოსამართლე გადაწყვეტილებას 29 ოქტომბერს 14:40 საათზე გამოაცხადებს.

„სასამართლოს ვერ ვატყობ, რომ არაობიექტურად ან მიკერძოებულად მიჰყავდეს პროცესი, მაგრამ, სამწუხაროდ, პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა სახელმწიფოს წინააღმდეგაა საქმე, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები იხრებიან ძალაუფლების მხარეს და მათ სასარგებლოდ წყვეტდენ საკითხს“, - აცხადებს ადვოკატი.

ნასყიდაშვილი ვალეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2013 წლის 15 იანვარს დაინიშნა და აცხადებს, რომ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი გამგეობას სასამართლოში უჩივის
ვალეში  წყალს არიგებენ
ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა გადადო
ახალციხის სასამართლომ ასპინძის სამი სოფლის რწმუნებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ
სასამართლომ  ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა