FM97.5 / LIVE

‘ბაკურიანობა 2020 ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2020
დღეს, 15 თებერვალს „ბაკურიანობა 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართა.

‘ბაკურიანობა 2020 ’

სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე ტრადიციულად ყოველ წელს ეწყობა. ღონისძიება 12:00 საათზე ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი სპორტსმენები სამ სხვადსახვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას.

ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომაში სასპორტო სკოლის 15-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 20 და 40 მეტრიან ტრანპლინიდან ხტომაში, თითო ასაკობრივ კატეგორიაში სამი საპრიზო ადგილი გამოვლინდა. ჯამში ცხრა გამარჯვებული თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდა.

ესმერალდა გობოზოვამ, რომელიც მსოფლიოში არაერთი შეჯიბრის მონაწილეა, დღეს გამართულ 40 მეტრიან ტრანპლინიდან თხილამურებით ხტომაში პირველი ადგილი მოიპოვა.

სპორტულმა შეჯიბრებამ ოცდახუთიანებიდან ბაკურიანის პარკში გადაინაცვლა. ყინულის მოედანზე ჰოკეიში ბაკურიანისა და თბილისის გუნდებს შორის შეჯიბრება გაიმართა. გამარჯვება ბაკურიანის გუნდის „მიმინოს“ მოგებით 5:1-ით დასრულდა.

„შევხვდით თბილისის გუნდს, ცოტა გაგვირთულდა, წინა წელთან შედარებით უფრო მომზადებულები იყვნენ, მაგრამ მაინც მოვიგეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ“,- ამბობს გამარჯვებული გუნდი „მიმინოს“ წევრი, ლუკა მიქაბერიძე.

ასევე, დიდველის სპორტულ ტრასზე free style jumping show შჯიბრება იყო დაგეგმილი, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო და ხვალ დაგეგმილ ღონისძიებებთნ ერთად ჩატარდება.

„დღეს გაიმართა სხვადსხვა სპორტული შეჯიბრებები, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები და დავაჯილდოვეთ. ხვალ დაგეგმილია ბიტლონი, დაახლოებით 12 ასაკობრივი ჯგუფი იქნება, სადაც მონაწილეობას ვეტერანები და ბავშვები მიიღებენ. ორშაბათს დასრულდება ჩვენი სპორტული ღონისძიებები. უამრავ ადამიანს ველოდებით,“- გვითხრა ბორჯომის სასპორტო სკოლის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ.

სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020" ადგილობრივებსა და სპორტსმენებს სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

„მინდა მივულოცო „ბაკურიანობა 2020“ ყველა ბაკურიანელსა და დამსვენებელს. ამინდიც ხელს გვიწყობს, დამსვენებელიც ძალიან ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ სეზონის პიკია და დაემთხვა დღესასწაულიც,“ – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

„ბაკურიანობა 2020“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაიმართა, ხოლო ორგანიზება ბორჯომის სასპორტო სკოლამ გაუწია.

სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020“ ხვალ, 16 თებერვალს, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება, სადაც სპორტული შეჯიბრებები, გალაკონცერტი და საპატიო ბაკურიანელების დაჯილდოვება იგეგმება. ღონისძიება საღამოს ფოიერვერკით დასრულდება.

‘ბაკურიანობა 2020 ’


‘ბაკურიანობა 2020 ’

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბაკურიანობა 2020’   დღე მეორე
ბაკურიანში სახალხო დღესასწაული ‘ბაკურიანობა 2019’ აღინიშნა [R]
ბაკურიანში სახალხო დღესასწაული ‘ბაკურიანობა’ გაიმართა
15-16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება
თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება
ბაკურიანობა 2019–ის გასამართად ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
24 და 25 თებერვალს 'ბაკურიანობა 2018' იმართება