FM97.5 / LIVE

თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2020
15 და 16 თებერვალს „ბაკურიანობა - 2020“ გაიმართება, ღონისძიების ჩატარებისთვის ბორჯომის მერიამ ტენდერი 40 256 ლარზე გამოაცხადა.

თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში პირველ დღეს მოეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება ზამთრის სპორტის სახეობებში, მათში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტერანი სპორტსმენები.

ასევე მოეწყობა ვეტერანი სპორტსმენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები, ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები, სოლო მომღერლები და სახალხო მთქმელები.

ბაკურიანობის მეორე დღე დატვირთული იქნება გასართობი საბავშვო თამაშებით, სანახაობრივი სპორტული შეჯიბრებებით და შოუებით.

დღესასწაული დასრულდება გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მომღერლები.

„ბაკურიანობა - 2020“–ის გასამართად, ბორჯომის მერიამ ტენდერი 17 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება 40 256 ლარს შეადგენს.

როგორც, ბორჯომის მერიაში აცხადებენ, წელს დღესასწაულს მასშტაბური სახე ექნება.

„ბაკურიანობას“ ყოველწლიურად ადგილობრივები, ტურისტები და მოწვეული სტუმრები აღნიშნავენ.

[ნუკა სტეფნაძე, ბაკურიანი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანობა 2019–ის გასამართად ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
24 და 25 თებერვალს 'ბაკურიანობა 2018' იმართება
‘ბაკურიანობა 2020’   დღე მეორე
15-16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება
‘ბაკურიანობა 2020 ’
27-28 იანვარს „ბაკურიანობა 2017“ გაიმართება
ბაკურიანში სახალხო დღესასწაული ‘ბაკურიანობა 2019’ აღინიშნა [R]