FM97.5 / LIVE

აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.02.2020
ჯავახეთში არსებულ აბულის მეგალითურ ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში ნომინირებისთვის ამზადებენ. ამისათვის ძეგლს ჯერ ეროვნული კატეგორიის უძრავი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. პარალელურად, მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები.

აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით დათარიღებული, აბულის ციკლოპური ნაგებობისთვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება. პარალელურად, სამეცნიერო ექსპედიცია მის არქეოლოგიურ შრეებს დეტალურად სწავლობს. ეს მონაცემები ციხის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებზე დამატებით ინფორმაციას მოიპოვებს, რომლიც შემდეგში შესაძლოა გახდეს იმისი საფუძველი, რომ იუნესკომ განსაზღვროს გააჩნია თუ არა ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სათანადო მახასიათებლები წინასწარულ ნუსხაში მოსახვედრად.

„ამ ყველაფერს დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც დაახლოებით ხუთ წელს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, სამეცნიერო ექსპედიციამ უნდა განსაზღვროს ის შეფასებითი კრიტერიუმები, რომლებიც აბულის მეგალითურ ციხეს გამოარჩევს, კულტურულ-არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით, რეგიონში არსებული სხვა მსგავსი ტიპისა და ეპოქის თანადროული ძეგლებისგან“, - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ უკვე განისაზღვრება ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რაშიც ციხის საკონსერვაციო ღონისძიებებისათვის მართვის გეგმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

მეგალითური ციხის ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დასადგენად, ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. მეორე ეტაპის დაწყებისთვის კი თებერვლის ბოლოს კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდება. თუმცა კონკრეტული არქეოლოგიური სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ივლის-აგვისტოში იგეგმება.

„მეორე ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ არის გათვალისწინებული საკონსერვაციო ღონისძიებები. ამ დროისთვის ასეთი ტიპის გადაუდებელი აუცილებლობები, შემორჩენილ არქიტექტურულ კონსტრუქციებზე არ არსებობს. თუ გაჩნდა საჭიროება, აუცილებლად იქნება გატარებული ზომები“, - აცხადებენ სააგენტოში.

„საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხვდება. ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად, მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ.

საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის „ციკლოპური“ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას.

ამდენად, სამხრეთ საქართველოს გამორჩეული მეგალითური კომპლექსების (აბული, შაორი, ავრანლო და სამება) ტოპოარქეოლოგიური კვლევა გადაუდებელი და საშური საქმეა“, - ნათქვამია მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიურ კვლევაში.

აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან
'ციკლოპური' ციხეების არქეოლოგიური კვლევისთვის ტენდერში გამარჯვებული ცნობილია
რა უშლის ხელს  ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას
ჯავახეთში ციკლოპური ნაგებობების კვლევისას სამარხი აღმოაჩინეს
ვანის ქვაბებში ჰიდროგეოლოგიური კვლევა გაგრძელდება
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება