FM97.5 / LIVE

რა უშლის ხელს ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2019
ვარძიის მიმდებარედ, ნებისმიერი თვითნებური მშენებლობა, კომპლექსის “იუნესკოს” ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს ხელს უშლის. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ამ ეტაპზე, ვარძიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირებისთვის, საჭირო დოკუმენტაცია მზადდება.

რა უშლის ხელს  ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას

2019 წლის აპრილში, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოსკოველ ბიზნესმენს, სოსო ორჯონიკიძეს, ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირედ, 120 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა შეუჩერა.

“პროცესი, რომელიც იქ განვითარდა - ეს იყო აბსოლუტური თვითნებობა“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მსგავსი თვითნებური მშენებლობები ცვლის ძეგლის ისტორიული ლანდშაფტის იერსახეს და, ამავდროულად, ზიანს აყენებს ვარძიის კომპლექსის „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს.

„ამ ლანდშაფტის ჩამოყალიბებული, ისტორიული კონტექსტი უნდა იყოს ხელუხლებელი. ქალაქმშენებლობის ყოველგვარი ქაოტური განაშენიანება და თვითნებური მშენებლობები ვნებს ამ პროცესს და პერსპექტივას უსპობს ვარძია-ხერთვისი-ოლდას ერთიანი ლანდშაფტის ნომინაციის პროცესს“, - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

იმისთვის, რომ ვარძიის ისტორიული კომპლექსი “იუნესკოს“-ს ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს, სახელმწიფოს ძეგლის სრულფასოვანი მართვის გეგმა უნდა გააჩნდეს.

დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გრძელვადიან სტრატეგიას, საკონსერვაციო - სარეაბილიტაციო პროცედურების შესახებ, ასევე – მართვის გეგმას, რომელიც ქალაქმშენებლობისა და დამცავი ზონის განსაზღვრის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს დაექვემდებარება.

ამ დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაწყებულია: „სააგენტოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ დაიქირავოს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ლუიზა დე მარკო, რომლის რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური შენიშვნების საფუძველზე, მართვის გეგმების მომზადება მიმდინარეობს“, - განმარტავს ბარამიძე.

ვარძიის ისტორიული კომპლექსი, „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 24 ოქტომბერს წარადგინა. ეს იყო ე.წ. საცდელი სია, სადაც ვარძია-ხერთვისის კომპლექსთან ერთად, საქართველოში არსებული კიდევ 14 ძეგლი შევიდა: ალავერდი, ანანურის ციხე, კოლხეთის ეკოსისტემა, დავით გარეჯი, დმანისი, გრემი, კვეტერა, მთა-თუშეთი, ნიკორწმინდა, სამთავისი, შატილი, ძველი თბილისი, უფლისციხე და ვანი.

1999 წელს, ნომინაციაზე საქართველომ ძველი თბილისის და ვარძია-ხერთვისის ისტორიული არეალი წარადგინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა ორივე ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულება აღიარა, მაგრამ სტატუსის მიცემა გადაავადა: „2001 წელს, „იუნესკომ“ უთხრა საქართველოს, რომ იგი აღიარებს ვარძიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას, მაგრამ იმისათვის, რომ მის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინირებაზე იმსჯელოს, ჩვენ ზუსტი, გრძელვადიანი სტრატეგია უნდა გაგვაჩნდეს“, - აცხადებენ სააგენტოში.

2019 წლის მარტში, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება მიიღო.

„ამ ეტაპისთვის, ჩვენ სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო კუთხით უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სახელმწიფომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინვესტირება ვარძიის სტრუქტურული მდგრადობის შენარჩუნების, ძეგლის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და მოწყობის მიმართულებით“.

ქალაქმშენებლობის დაგეგმარებისა და დამცავი ზონების დაცვის დოკუმენტაციაზე სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

მას შემედეგ, რაც დოკუმენტაცია სრულყოფილად მომზადდება, ვარძია-ხერთვისი-ოლდას ლანდშაფტი „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში შესატანად, კიდევ ერთხელ წარედგინება.

„იუნესკოს“ ნუსხაში ძეგლთა შეყვანა ქვეყნისთვის პრესტიჟულია. რაც მეტი ძეგლი აქვს ქვეყანას სიაში, მით უფრო იზრდება მისი ტურისტული პოტენციალი, საერთაშორისო ინვესტიციები და ეკონომიკა.

„იუნესკო” საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს ძეგლებს, უზრუნველყოფს მათთვის ტექნიკურ (საექსპერტო) დახმარებას და აფინანსებს სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებას. კონკრეტული საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების დასახმარებლად, იწყებს საერთაშორისო კამპანიას.

ამ ეტაპზე, „იუნესკოს“ ნუსხაში საქართველოდან ოთხი ძეგლია შეტანილი: სვეტიცხოველი (1994 წელი), ჯვრის მონასტერი (1994 წელი), გელათის მონასტერი (1994 წელი) და ზემო სვანეთი(1996 წელი), მსოფლიოს მასშტაბით კი - 878 ძეგლი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს