FM97.5 / LIVE

ვანის ქვაბებში ჰიდროგეოლოგიური კვლევა გაგრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2020
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, „ვანის ქვაბების“ ისტორიულ კომპლექსზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები წელსაც გაგრძელდება. პარალელურად, უნდა დაიწყოს საკონსერვაციო სამუშაოები.

ვანის ქვაბებში ჰიდროგეოლოგიური კვლევა გაგრძელდება

ამ ეტაპზე, „ვანის ქვაბები“, ისევე როგორც სხვა მუზეუმ-ნაკრძალები, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით, აქ კვლევებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი აწარმოებს.

„ვანის ქვაბებზე წელსაც გრძელდება კვლევის ნაწილი, რომელზეც ილიას უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ, ეს მოიცავს ჰიდროგეოლოგიურ შესწავლას კომპლექსის და ამ დოკუმენტის მომზადების პარალელურად, ჩვენ ალბათ წლის მეორე ნახევრიდან ან მომავალი წლიდან უკვე ვიწყებთ საკონსერვაციო სამუშაოებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კომპლექსის გადაუდებელი კვლევისა და მონიტორინგის სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის სექტემბერში დაასრულეს. რომლის მიხედვითაც, ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები.

სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განსასაზღვრია მეთოდოლოგია, სადაც ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები.

„კლდოვანი ნაწილის გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, განისაზღვრება სწორი მეთოდოლოგია მათი კონსოლიდაციისთვის მთლიან მასივთან, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი მასის ქვათაცვენა. მასივების ჩამოშლის შემაკავებელი ღონისძიებები რომ მივიღოთ, უკვე ვმუშაობთ მეთოდოლოგიის განსაზღვრაზე“.

„ვანის ქვაბები“ ტურისტებისთვის გახშირებული ქვათაცვენის გამო 2018 წელს დაიკეტა. მისი შესწავლაც ამავე წლიდან დაიწყო. 2019 წელს განხორციელებულმა განმეორებითმა შემოწმებამ გეოდეზიური პროცესების რეგრესი ისევ დაადასტურა, რაც ქვათაცვენის ახალი უბნების გაჩენით გამოიხატა.

ვანის ქვაბები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კლდეში ნაკვეთი ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინირებული ვარძია-ხერთვისი - ოლოდას კულტურულ ლანდშაფტში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააგენტო ვანის ქვაბებზე: კვლევის შედეგად გამოვლინდა ვითარების გაუარესების ფაქტები
‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ
‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]
მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]