FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 14.02.2020
დღეს, 14 თებერვალს კოსტავას ქუჩაზე, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის შელაპარაკება პარკინგზე მანქანის გაჩერების გამო დაიწყო.

ახალციხეში პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

თვითმხილველები ამბობენ, რომ შსს–ს თანამშრომელს საკუთარი მანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკინგზე ჰყავდა დაყენებული, მის გვარდით კი მოქალაქემ მანქანა ისე გააჩერა, რომ სამართალდამცავი მანქანიდან გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა.

„პოლიციელი აღებდა მანქანის კარებს და ჩვენი მანქანაც ზუსტად ამ დროს შევაყენეთ. გვითხრა ე, რანაირად აყენებო, ამაზე წავიდა კამათი. პოლიციელს ცუდად ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მისი მანქანის მეორე გვერდზე იმხელა ადგილი იყო დარჩენილი, რომ შეეძლო კარგად დაეყენებინა. მართალია ჩვენი მანქანაც არ იდგა კარგად, მაგრამ ამან ადგილიც არ დატოვა“, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.

მისი თქმით, პატრულის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ სამართალდამცველმა თავად დარეკა. მსუბუქი მანქანის მეპატრონე პატრულმა დააკავა.

„პოლიციამ ბორკილები დაადო და წაიყვანა, მანამდე ვიდეო გადაიღო ამ პოლიციელმა რომ ეს კაცი აღელვებული ელაპარაკებოდა. არ ვიცი იქ რა გადასცეს და წაიყვანეს“, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქე პოლიციამ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავა,რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს
ახალციხეში 22 წლის ბიჭი პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს
ახალციხეში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
შსს–მ  ახალციხეში ‘ზებრაზე’ გაჩერებული მანქანის მძღოლი დააჯარიმა
ახალციხეში ავარიის შედეგად 4 მანქანა დაზიანდა [ფოტო]
შსს: შემოსავლების სამსახურთან მანქანა არასრულწლოვანმა გაქურდა