FM97.5 / LIVE

‘სამჯერ ამოვტრიალდით’ - ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარიისას დაშავებული

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.02.2020
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი წლის ბიჭი და მისი დედა იმედის კლინიკაში რჩებიან. ასევე ექიმების დაკვირვების ქვეშაა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი შუახნის ქალი.

‘სამჯერ ამოვტრიალდით’ - ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარიისას დაშავებული
ფოტო: jnews.ge

ანიუტ მალხასიანი დღეს, სამ თებერვალს, ახალქალაქი-ბათუმის მიკროავტობუსით, სამი წლის შვილთან ერთად ბათუმში მიდიოდა. მისი თქმით, ავტობუსში შვიდი მგზავრი იმყოფებოდა.

დაშავებული იხსენებს, რომ სოფელ რუსთავთან ავტომანქანის და მიკროავტობუსის შეჯახების შემდეგ, სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

„არაფერი მახსოვს გარდა იმისა რომ რამდენჯერმე ამოვბრუნდით, მარშუტკაში სულ შვიდი მგზავრი ვიყავით. მე ხელზე რამდენიმე ნაკერი დამადეს, ჩემი შვილი კარგადაა, უბრალოდ თავი სტკივა“, - ამბობს მალხასიანი.

მათი თქმით, კლინიკას დღესვე დატოვებენ.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, შუახნის ქალი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. კლინიკის დირექტორის, რევაზ კუჭუხიძის თქმით, შესაძლოა დაშავებულის თბილისში გადაყვანა გახდეს საჭირო.

„სახის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ შუბლის და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს. ვნახოთ თუ ყბა–სახის ქირურქი დასჭირდა, შესაძლოა თბილისში ტრანსპორტირება დასჭირდეს. ახლა დაკვირვების პროცესში ვართ“, - ამბობს კუჭუხიძე.

დღეს, სამ თებერვალს ასპინძა-ახალქალაქის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში ორი დაშავებული გადაიყვანეს. სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანერება მიიღეს დანარჩენმა მგზავრებმაც, თუმცა მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში არ გახდა საჭირო.

[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსთავთან სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა – დაშავებულებს შორის 3 წლის ბიჭია
სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ [Photo]
ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა
ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან ორი საავადმყოფოში რჩება
ბორჯომში ავარიისას დაშავებულმა მგზავრმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს