FM97.5 / LIVE

ხმაური საკრებულოში – დეპუტატებმა სამსახურის უფროსების განსხვავებული ხელფასები გააპროტესტეს [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.01.2020
დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთი და იგივე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე ხელფასი პიროვნული დამოკიდებულების მიხედვით, განსხვავებულად გაიცემა, რაც არასწორია. დეპუტატებმა სხდომაზე მერს, ზაზა მელიქიძეს ამ განსხვავების ახსნა მოსთხოვეს.

ხმაური საკრებულოში – დეპუტატებმა სამსახურის უფროსების განსხვავებული ხელფასები გააპროტესტეს [ვიდეო]

დღეს, 30 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე, ხმაური საშტატო ნუსხის დამტკიცების დროს დაიწყო. მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტალახაძემ დასვა კითხვა, რატომ არის განსხვავებული სამსახურის უფროსების ხელფასები.

„პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამ ხელმძღვანელს აქვს 1 700 ლარი, დანარჩენებმა რით ვერ დაიმსახურეს, რატომ აქვთ 1 500 ლარი?! არასწორად მიმაჩნია, ჩემი აზრით გათანაბრებული ხელფასები უნდა ჰქონდეთ“, – თქვა სხდომაზე ნოდარ ტალახაძემ.

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ განმარტა, რომ ხელფასები ფორმულის მიხედვითაა დათვლილი და ასეთი სახით 2017 წლიდან გაიცემა: „საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად მოხდა დათვლა“.

განსხვავებულ ხელფასებზე, იგივე კითხვა დასვა ფრაქცია „ქართული ოცნება–მწვანეების“ თავმჯდომარე თამარ გოგოლაძემ.

„ბიუროზეც დავსვი ეს საკითხი, მეორად სტრუქტურულ ერთეულებშიც არის ხელფასი განსხვავებული, თუ ამ განხრით ვიმსჯელებ, საკრებულოს ხელფასების საკითხიც დგება. მაინტერესებს, რა ფორმულაა, აგერ არის დაფა და დავიანგარიშოთ, იქნებ ჩვენ ვცდებით, რანაირად ხდება, ფორმულას პიროვნებების მიხედვით გამოჰყავს ხელფასი? ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება აქ პიროვნული გადაწყვეტილებების. ასევე გვითხარით, როგორ ახერხებთ საკრებულოს ნაწილის თქვენს ჭკუაზე ტარებას“, – ჰკითხა ზაზა მელიქიძეს თამარ გოგოლაძემ.

დეპუტატის სიტყვით გამოსვლა საკრებულოზე „ქართული ოცნების“ ორმა დეპუტატმა გააპროტესტა. გიორგი გვარამაძის და ზოია ბალიაშვილის განმარტებით გოგოლაძემ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„შეურაცხყოფას გვაყენებთ საკრებულოს წევრებს, ჩვენ თუ კითხვები გვაქვს დავსვამთ. საკრებულოს სახელით ნუ ლაპარაკობთ“ – განაცხადა ზოია ბალიაშვილმა.



თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ ხელფასების გარდა, ეჭვს მერიის მიწის კომისიის მუშაობაც იწვევს.

„გასულ წელს მოვითხოვე, ზაზა მელიქიძის დანიშვნის შემდეგ, მიწის კომისიის მუშაობის შესახებ დოკუმენტები. პასუხი მივიღე მერიიდან, რომ პიროვნულად უნდა მომეთხოვა ვისიც მაინტერესებდა, რადგან ძალიან დიდია დოკუმენტაცია. საკრებულოს წევრი ვაკეთებ მონიტორინგს, მე მჭირდება სრული დოკუმენტაცია სურათის დასანახად. გარდა ამისა, ეჭვს იწევს, რატომ უნდა მოვითხოვო სახელით და გვარით, პიროვნული ინტერესი მაქვს ვინმესი?“, – იკითხა სხდომაზე გოგოლაძემ.

ზაზა მელიქიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ხელფასები კანონის სრული დაცვითაა გაწერილი და თუ თამარ გოგოლაძეს უნდა, გამონახოს დრო და ფორმულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

საბოლოოდ დეპუტატებმა საშტატო ნუსხას კენჭი უყარეს და დაამტკიცეს კიდეც. ოპოზიციამ და თამარ გოგოლაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს.

საშტატო ნუსხის მიხედვით, 1700 ლარი აქვს ადმინისტრაციული და იურიდიული, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ზედამხედველობის სამსახურების უფროსებს.

1500 ლარი განესაზღვრათ, საფინანსო– საბიუჯეტო, ეკონომიკის, სახელმწიფო შესყიდვების, განათლების, კულტურის და სპორტის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების და სამხედრო აღრიცხვის და მობილიზაციის სამსახურების უფროსებს.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა