FM97.5 / LIVE

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 05.10.2016
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება დასრულდა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში, მონაცემების შესწორების მიზნით, 105 განცხადება შევიდა.

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული

N45 ბორჯომი-ასპინძის გაერთიანებულ საოლქო კომისიაში მონაცემების შესწორების მიზნით 50–მდე განცხადება შევიდა. ამათგან, 18–მა ამომრჩეველმა ასპინძის საოლქო კომისიას მიმართა, დანარჩენებმა კი ბორჯომს.

„17 ამომრჩეველი აცხადებდა, რომ სიაში არ იყო, 1 კი სახელის შეცვლას ითხოვდა, ვინაიდან გამოცვალა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან 12 დაკმაყოფილდა, 6–მა მიიღო უარი, – 2–ს ჰქონდა ვადაგასული პირადობის დოკუმენტი, 4–ი კი აღმოჩნდა სხვა მაჟორიტარული ოლქშის ამომრჩეველი“, – განმარტავს ასპინძის სალქო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე.

მისივე თქმით, დაზუსტებული სიის მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ასპინძაში 9716 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ბორჯომს, რომელშიც შედის ახალქალაქის 17 უბანი, აქ ჯამში 34.308 ამომრჩეველია, აქედან 7. 577 ახალქალაქიდან.

ბორჯომის საოლქო კომისიის ხელმძღვანელის ლევან დევიძის განმარტებით, ოლქში შესული განცხადებებიდან 6 პირს არჩევნებში მონაწილეობაზე იმ მოტივით ეთქვა უარი, რომ პირადობას მოქმედების ვადა ჰქონდა გასული. რეგისტრაციის ადგილის შეცვლის გამო ოლქში დაემატა 11 ამომრჩეველი. დაახლოებით 20 გარდაცვლილი კი სიიდან ამოიღეს.

N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 50.293 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ამ ოლქებში ჯამში, შესწორების მოთხოვნით 50 განაცხადი შევიდა.

ახალციხის საოლქო კომისიის ხელმძღვანელის თეა გავაშელის განმარტებით, მათ 16–მა განმცხადებელმა მიმართა.

„ყველა განცხადება გადავაგზავნეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზოგი გამორჩენილი იყო ერთიან სიაში, ნაწილი სხვა უბანზე იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვისი გარდაცვალების ცნობაც იყო, სიიდან ამოიღეს. ის პირები, ვისი ცნობაც არ იყო, ისევ რჩებიან, რადგან ჩვენ ცნობის გარეშე სიიდან მათი ამოღების უფლება არ გვაქვს, თუმცა ეს ბევრი არაა“, – აცხადებს თეა გავაშელი.
34 განცხადება შევიდა ადიგენის ოლქში. საოლქო კომისიის ხელმძღვანელის ჯაბა მაჭარაშვილის განმარტებით, ცესკო–ში გაგზავნილი განცხადებების მიხედვით სიები ჩასწორებულია. ადიგენში 15 526 ამომრჩეველია.

N46 ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში 51843 ამომრჩეველია რეგისტრირებული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ნინოწმინდის ოლქში ჯამში 5 განცხადება შევიდა, აქედან 4 გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.

ოლქის ხელმძღვანელის სეირან კიურეღიანის განმარტებით, ამოიღეს თუ არა სიიდან აღნიშნული პირები ჯერ ცნობილი არ არის, რადგან ცესკოსგან დაზუსტებულ სიებს ხვალ, 6 ოქტომბერს მიიღებენ.

„გარდაცვლილის მემკვიდრეები რუსეთში ცხოვრობენ. ნათესავებმა დაწერეს განცხადება, მაგრამ ცნობა არ აქვთ“, – ამბობს კიურეღიანი.
ახალქალაქის საოლქო კომისიაში განგვიმარტეს, რომ მათთან არცერთი განცხადება არ შესულა.

„მოგვიანებით მოგვმართეს, 3 ოქტომბერს, საინიციატივო ჯგუფმა, დარღვევები აღმოუჩენიათ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. უკაცრავად ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია“, – გვითხრეს ახალქალაქის საოლქოში და ტელეფონი გათიშეს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ერთიანი სიის ფორმირების პროცესი უკვე დასრულა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2 ოქტომბერს დაიწყო. არჩევნებისთვის საერთო ჯამში 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება.

რაც შეეხება ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებს, რომლიც საპარლამენტო არჩევნების მსგავსად 8 ოქტომბერს გაიმართება, ამისთის 13 950 ბიულეტენი იბეჭდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საოლქო კომისიაში სიის შესწორების მოთხოვნით 27 განცხადება შევიდა
ივნისის მონაცემებით  სამცხე–ჯავახეთში 272 450 ამომრჩეველია
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სიებიდან 19 ‘მკვდარი სული’ ამოიღეს
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო
ახალციხის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო