FM97.5 / LIVE

რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

მთავარისიახლე, განათლება 24.01.2020
პედაგოგები, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ხუთი კრედიტქულა და ნაკლები დააკლდათ, მათ შევსებას ტრენინგებით შეძლებენ.

რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელები, რომლებმაც გამოცდის მეშვეობით 19 კრედიტქულა ვერ დააგროვეს და ხუთი ან მასზე ნაკლები კრედიტქულა დააკლდათ, გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლა არ მოუწევთ.

„პედაგოგები ხუთი კრედიტქულის შევსებას ტრენინგებით შეეცდებიან. ტრენინგების გავლას შეძლებენ ამ სემესტრში. სანამ რეგისტრაცია დაიწყება, მათ ეცოდინებათ პირობები. ამიტომ მასწავლებლები უნდა დაელოდნონ დეტალებს“, - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

არსებული დანაკლისის შესავსებად მასწავლებლებს ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან შეეძლებათ.

მათ ერთი კრედიტქულის მოსაპოვებლად 25 საათიანი ტრენინგის გავლა მოუწევთ.

სქემით გათვალისწინებულია, რომ მასწავლებლობის მსურველმა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულათა 61% და მეტი უნდა დააგროვოს.

ხოლო მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში:

გამოცდის ქულათა 31-41%-ის დაგროვების შემთხვევაში პედაგოგი ერთ კრედიტს მიიღებს;
41-51% - ოთხი კრედიტი;
51-61% - შვიდი კრედიტი;
61% და მეტი - 10 კრედიტი;

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება
პედაგოგებისათვის საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
მასწავლებელთა 83%–მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო