FM97.5 / LIVE

ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2020
ცხრადღიანი უწყლობის შემდეგ დაბა ბაკურიანის მოსახლეობას წყალი ისევ მიეწოდება.

ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესო ფიალური აცხადებს, რომ ბაკურიანში წყლის პრობლემა მოგვარებულია.

„დაახლოებით ხუთი დღე არ გვქონდა წყალი და უკვე აღდგა“, - გვითხრა სასტუმრო მგზავრების მეპატრონემ ნატა ოქროპირიძემ.

ხუთი დღე არ ჰქონდა წყალი სასტუმრო „ბაკურიანი ჰაუსსაც“.

„წყალი მოგვეწოდება უკვე და პრობლემა აღარაა“, - ამბობს სასტუმროს ადმინისტრატორი ნინო ბიწაძე.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ბაკურიანში წყლის პრობლემა აბონენტების 20%-ს შეექმნა. ამის შემდეგ, 10%-ს წყალი განრიგით, დანარჩენ 10%–ს კი სპეციალური მანქანებით მიეწოდება.

წყალმომარაგების კომპანიის პირველ განცხადებაში, რომელიც ორ იანვარს გავრცელდა, ეწერა, რომ „წყლის გაზრდილმა მოხმარებამ, წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა“. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იმ დროისთვის, ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდებოდა.

ცხრა დღის განმავლობაში წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროებს „რუმსს“ „მგზავრებს“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

მოგვიანებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ენერგოომბუდსმენმაც, სადაც წყალმომარაგების კომპანიას მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ექვს იანვარს პრემიერ-მინისტრმა წყლის პრობლემის გამო საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც პრობლემის დროულად აღმოფხვრაზე ისაუბრეს.

შვიდ იანვარს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკა გალდავამ თანამდებობა დატოვა. ახალ დირექტორად კი გრიგოლ მანდარია დაინიშნა.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'
უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]
გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს
რეგიონული განვითარების მინისტრი ბაკურიანში ჩავა
ბაკურიანის სასტუმროებს წყალი ისევ არ მიეწოდება