FM97.5 / LIVE

გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2020
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის განცხადებით, ბაკურიანში მოიძებნა დამატებითი წყარო რეზერვუარების შესავსებად და დებიტი უკვე გაზრდილია.

გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება

გრიგოლ მანდარიას თქმით, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, შეიქმნა რიგი ტექნიკური პრობლემები, რის აღმოფხვრაც პარალელურად მიმდინარეობს.

"უკვე დავიწყეთ წყლის ცენტრალური რეზერვუარის შევსება, რომლის დასრულებას რამდენიმე საათი დასჭირდება. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდება წყლის ქსელში გაშვება", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელმა.

ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს "რუმსს" "მგზავრებს" და "პანორამას", ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

დღესვე ბაკურიანში იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაკურიანში წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროების მხოლოდ 20 პროცენტს. აქედან, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება წყალი, ნაწილს კი 31 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდმივ რეჟიმში, ვამარაგებთ წყალმზიდების საშუალებით. ჩვენი კოლეგების - საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ასევე წყლის კომპანიის რესურსებით, 700 ტონაზე მეტი წყალია უკვე მიწოდებული. აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა - მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული დანაკლისის შევსებას და დაბის უწყვეტ მომარაგებას,“ - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'
ბაკურიანის სასტუმროებს წყალი ისევ არ მიეწოდება
ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
მინისტრი ბაკურიანში
რეგიონული განვითარების მინისტრი ბაკურიანში ჩავა
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს