FM97.5 / LIVE

ვინ დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევებისთვის

მთავარისიახლე, სამართალი 10.01.2020
საჯარო სამსახურის ბიურომ სამცხე–ჯავახეთში 12 პირი დააჯარიმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე, ნინოწმინდის მერი, ადიგენის მერის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი.

ვინ დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევებისთვის

საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე. აქედან დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 254; გაფრთხილება მიიღო - 75-მა.

დარღვევებისთვის კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმცირეს 500 ლარისა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი დაჯარიმდა საბანკო ანგარიშების მიუთითებლობის და შემოსავლებში შეუსაბამობის გამო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი ჩადუნელი დაჯარიმდა, რადგან საწარმოში კუთვნილი წილი არ მიუთითა, ცდომილებაა მეუღლის შემოსავალშიც;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია მახარაშვილმა გაფრთხილება მიიღო;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტები“-ს თავმჯდომარე, ირმა ზედგინიძე დაჯარიმდა უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: ოჯახის წევრების დაუდეკლარირებელი შემოსავლები;

ასევე დაჯარიმდა ა(ა)იპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის დირექტორი, ვაჟა გელაშვილიც, დარღვევის გრაფაში წერია: 1.უძრავი ქონების მიუთითებლობა; 2.შეუსაბამობა საბანკო ანგარიშებში; 3.შეუსაბამობა შემოსავლებში; 4.საწარმოში კუთვნილი წილის მიუთითებლობა;

დაჯარიმდა ა(ა)იპ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ყოფილი დირექტორი ვლადიმერ გელაშვილიც –1. საბანკო ანგარიშების მიუთითებლობა; 2.საწარმოში წილის მიუთითებლობა. 3.შეუსაბამობა შემოსავლებში;

ადიგენის მუნიციპალიტეტი

დაჯარიმდა ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილიც. მიზეზი: საკუთარ და ოჯახის წევრების ნაშთებში ცდომილება, ოჯახის წევრების ანაზღაურებაში ცდომილება და საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა;

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, რატი ტატალაშვილმა გაფრთხილება მიიღო;

ასევე გაფრთხილება მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ (ყოფილი)ვაჟა მერაბიშვილმა.

დაჯარიმდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ინა კაპანაძე: 1. არ არის ასახული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2. არ აუსახავს მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიში. 3. არ აუსახავს მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება;

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გიორგი მურადაშვილი დაჯარიმდა – 1. უძრავი ქონების მიუთითებლობა; 2. ცდომილება საბანკო ანგარიშებში.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გენადი დიასამიძე დაჯარიმდა, რადგან არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ასევე დაჯარიმდა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ჭელიშვილი. მიზეზი: 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ცდომილება 2. მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი დაჯარიმდა უძრავ ქონებაში ცდომილების გამო;

დადებითი შეფასება მიიღო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილემ ვალერიკ ბეზოიანმა;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

გაფრთხილება მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა აშოტ ისპირიანმა;

ასევე გაფრთხილება მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის ვალერი სტელმაშოვის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ნაირი მელტონიანმა მიიღო – დადებითი შეფასება;

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი სორდია – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი – დაჯარიმდა – 1. არ აუსახავს დედამისის სახელზე არსებული უძრავი ქონება. 2.არ აუსახავს საბანკო ანგარიშები. 3. სხვაობა მის მიერ მიღებულ შემოსავლებში. 4. არ აუსახავს დედამისის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება;

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადებით, 2019 წლის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სფეროში პოზიტიური შედეგი გამოიღო, რასაც მოწმობს ციფრებიც.

„წინა ორი წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასდა შემოწმებულ დეკლარაციათა 80%, ხოლო, 2019 წლის მონიტორინგის შედეგების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაიწია 55%-მდე. რაც განპირობებულია თანამდებობის პირების მიერ დეკლარირების პროცესის მიმართ ყურადღების გამოჩენით და სურვილით, სრულყოფილად და სწორად დაადეკლარირონ მათი ქონებრივი მონაცემები“, – წერია ანგარიშში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი გათავისუფლებას გადაურჩა
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია