FM97.5 / LIVE

ახალი დირექტორი: ბაკურიანის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.01.2020
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედეგი მიღწეულია. ბაკურიანში კი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, იმისთვის, რომ წყალმომარაგება სრულად აღდგეს.

ახალი დირექტორი: ბაკურიანის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

„კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად. გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24 საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, ,,რედკოს დასახლება-ში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მზგავსი ტიპის გართულებები’’,- განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

მისივე თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.

"დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე.

გამომდინარე აქიდან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კომპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს.

ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში", -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის სასტუმროებს წყალი ისევ არ მიეწოდება
ბაკურიანში წყლის სარეზერვო ქსელს აკეთებენ
ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით  სისტემის რეაბილიტაცია იწყება
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]
გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება
კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'