FM97.5 / LIVE

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.01.2020
2020 წლის პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში, ფუნქციონირება დაწყო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ.

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მიმდინარე წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს.

სააგენტოს პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამართა.

მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა.

ახალი სააგენტოს შექმნამდე, დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა.

როგორც დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა აღნიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სერვისების მეშვეობით მუშაობა დაიწყო 7000-მდე ადამიანმა, მათ შორის კი 500-ამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„შედეგებით არ ვართ კმაყოფილი თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, პროგრამები ხდება უფრო პოპულარული ჩვენი საინფორმაციო პორტალი worknet.gov.ge-ს საშუალებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავზრდით მაჩვენებელს“, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური მომსახურების სააგენტოს მედიატური ახალციხეში
დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
ახალციხელი სტუდენტები დასაქმების სააგენტო HR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს
კარიერული განვითარება და დასაქმების სირთულეები  – შეხვედრა ახალციხეში
რას ელიან სტუდენტები დასაქმების ფორუმისგან [Video]