FM97.5 / LIVE

სოციალური მომსახურების სააგენტოს მედიატური ახალციხეში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.07.2017
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახალციხეში ორდღიან მედიატურს ატარებს, რომელიც დეპარტამენტის მუშაობის გაცნობას ემსახურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მედიატური ახალციხეში
მედიატური, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით ახალციხეში სასტუმრო „ჯინო ველნესის“ საკონფერენციო დარბაზში მოიმდინარეობს გუშინ, 7 ივლისს დაიწყო და დღეს, 8 ივლისს დასრულდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მუშაობისა და მიზნების შესახებ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო და კერძო პროფსასწავლებლების წარმომადგენლები ისმენენ.

შეხვედრის დასაწყისში, დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მონაწილეებს, დეპარტამენტის მთავარ მიზნებზე, მის მნიშვნელობასა და დეპარტამენტში არსებულ სერვისებზე ესაუბრა.

ბეზარაშვილმა შეხვედრაზე მონაწილეებს, 2017 წლის დასაქმების ფორუმისა და დასაქმებუთა სტატისტიკაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მარიამ ბეზარაშვილის თქმით მიმდინარე წელს, დასაქმების ფორუმის შედეგად 1500–მდე ადამიანი დასაქმდა, მათგან 21 კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„11 დასაქმების ფორუმიდან დასაქმდა 541 ადამიანი. თუმცა მათ გარდა, ჩვენი უშუალო შუამავლობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში 923 ადამიანი დასქმდა, მათ შორის 21 შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირია“,- განაცხადა შეხვედრაზე, დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა.

შეხვედრაზე, მთავრობის 1 ივნისის დადგენილებასაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ადამინი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, არ არის საპენსიო ასაკის, ვალდებულია 30 დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო ვებგვერდზე worknet.gov.ge-ზე, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 3 თვის განმავლობაში არც ერთ ვაკანსიას არ გამოეხმაურა, პიროვნების სოციალური ქულები გადაიხედება და შესაძლოა მოეხსნას.

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი მსგავს შეხვედრებს წელიწადში რამდენჯერმე მართავს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა
დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
ახალციხელი სტუდენტები დასაქმების სააგენტო HR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ვანო მერაბიშვილი სასამართლოს ყოველდღე გამართვას ზეწოლად აფასებს
სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს