FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2020
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თებერვალში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით სამსახური სააგენტოს ექვსმა თანამშრომელმა დატოვა.

სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ორი დასაქმების სპეციალისტი (ახალციხეში) და სამი სოცმუშაკი (ორი ახალციხეში და ერთი ნინოწმინდაში).

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის, დავით გოგალაძის განმარტებით, სააგენტოს დასაქმებისა და ბავშვთა ზრუნვის სამსახური გამოეყო, რომელიც ტრეფიკინგის სამსახურთან გაერთიანდა. ახალ სამსახურში კი რამდენიმე თანამშრომელი აღარ აიყვანეს.

რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილეს.

„არ მინდა რეორგანიზაციაზე საუბარი, არ ვაპირებ რამის გაპროტესტებას, თუ სააგენტო კონკურსს გამოაცხადებს მონაწილეობას მივიღებ“, - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული სოცმუშაკი ახალციხის ფილიალიდან.

გოგალაძის თქმით, რეორგანიზაცია ჯერ არ დასრულებულა: „ის სააგენტო ჩვენ აღარ გვეკუთვნის, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა კონკურსი გამოაცხადონ, ასე რომ ვისაც სამსახურის დატოვება მოუწია შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს
საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
მომსახურების სააგენტოს ახალციხელ თანამშრომლებს ნარკოლოგიურად ამოწმებენ
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ამ დრომდე უფროსი არ ყავს