FM97.5 / LIVE

ოქტომბრისთვის დაპირებულ გაზრდილ ხელფასს დირექტორები დეკემბერში მიიღებენ

მთავარისიახლე, განათლება 25.12.2019
საჯარო სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს გაზრდილი ხელფასი ოქტომბრის ნაცვლად, დეკემბერში დაერიცხებათ.

ოქტომბრისთვის დაპირებულ გაზრდილ ხელფასს დირექტორები დეკემბერში მიიღებენ

დირექტორების და ადმინისტრაციის სხვა წევრები, ტექნიკური პერსონალი, სკოლის ექიმები, საშუალოდ 20%-ით გაზრდილ ხელფასებს ახალ წლამდე მიიღებენ. ანაზღაურების შესახებ, განათლების სამინიტროს ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, აგვისტოში განაცხადა და მასწავლებლებს დაპირდა, რომ მომატებულ თანხას უკვე ოქტომბრიდან აიღებდნენ.

„პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდება სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს. ამ შემოდგომიდან საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ ხელფასი და თავისთავად ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება და შეეხება ყველა პერსონალს“, - განაცხადა მაშინ ბატიაშვილმა.

როგორც გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, ხელფასების ზრდის გაჭიანურება საორგანიზაციო საკითხებმა გამოიწვია.

„დეკემბერის ბოლომდე ჩაერიცხებათ თანხა დირექტორებსა და ტექნიკურ პერსონალს. 2 085 სკოლაა, საბუთებია გასარკვევი, დეტალებია გასარკვევი, რაღაცაა შესათანხმებელი, კატეგორიებია და ა.შ. თუმცა არავის არაფერი დაეკარგება და ყველა მიიღებს კუთვნილ ხელფასს, ჩაერიცხებათ ახლა“, - განაცხადეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ განათლების სამინისტროში.

კონკრეტულად ვის რამდენით მოემატება ხელფასი, უწყების ინფორმაციით, ამას მთავრობის ბრძანება არეგულირებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება
ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
მამუკა ბახტაძე: 'პედაგოგებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ'