FM97.5 / LIVE

‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2019
დღეს, 25 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა და მოქალაქეებმა მდუმარე აქცია გამართეს. ადგილობრივები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული ქართველის ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

„ჩვენს დღეს ვაპროტესტებს ვაჟა ექიმის დაკავებას, მას საზღვარი არ გადაუკვეთავს, ესაა უკანონო დაკავება და ჩვენ ახალციხელებსაც გვინდა ეს პროტესტი გამოვხატოთ“,- ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

აქცია ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა.

„ეს ამბავი ჩემზე ძალიან მოქმედებს, არის დიდი უსამართლობა. როგორ შეიძლება ადამიანი, ექიმი რომელიც თავის მიწა–წყალზე იმყოფება და არაფერი დაუშავებია, საპყრობილეში ჩააგდო. ვთხოვ ყველას, ვისაც ხელეწიფება დაეხმაროს, რათა ამ ადამიანმა ახალი წელი თავის ოჯახში გაითენოს“,- ამბობს აქციის მონაწილე ნინო თოთაძე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხრა ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება ე.წ საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს პატიმრობა ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯა.

გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს მასშტაბთ თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. ახალციხეში ეს მესამე აქციაა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს
ახალციხელი ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ
ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხეში აქცია გაიმართება
'თეთრი ხალათების' აქცია ახალციხესა და ასპინძაში
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს