FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2017
"დემოკრატიული სივრცის შევიწროვება, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელთა აღმოფხვრაც ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგშია", – საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ პირველ უნივერსალურ დოკუმენტს წარმოადგენს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს უდევს საფუძვლად. მიუხედავად მისი დეკლარაციული ხასიათისა, ათწლეულების განმავლობაში საყოველთაო დეკლარაცია ჩვეულებითი სამართლის ნორმად ჩამოყალიბდა და მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში ჰპოვა ასახვა.

"1958 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 10 წლისთავზე, თავის ცნობილ მოხსენებაში ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ელეონორ რუზველტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები იწყება ყოველი ადამიანის სახლის სიახლოვეს, იმ გარემოში სადაც ის ცხოვრობს, იმ სკოლაში და კოლეჯში სადაც სწავლობს, იმ ქარხანაში, ფერმაში თუ ოფისში სადაც მუშაობს. ეს არის ადგილები, სადაც თითოეული ქალი, მამაკაცი თუ ბავშვი ისწრაფვის თანასწორობისკენ, თანაბარი შესაძლებლობებისკენ, დისკრიმინაციის გარეშე მოპყრობისკენ. 10 დეკემბერი არის დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და აღჭურვილია თანაბარი უფლებებით, რომელთა პატივისცემას უნდა დაეფუძნოს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ყველა მიმართულება", – განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს, თბილისში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ასევე აშკარაა, ის კომპლექსური გამოწვევები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით.

"დემოკრატიული სივრცის შევიწროვება, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელთა აღმოფხვრაც ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგშია", – აღნიშნა ლომჯარიამ.

მისი თქმით, არაერთი გამოწვევის ფონზე, ნათლად იკვეთება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სახალხო დამცველის არსებობის საჭიროება. გაეროს პარიზის პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი ეროვნული ინსტიტუტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხში და მათი რეკომენდაციები და მიგნებები საზოგადოების ინტერესების ლობირებას ემსახურება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საჯარო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა
„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის
"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის“ ასპინძაში  რაიონულ ოფისს ხსნის