FM97.5 / LIVE

ახალციხეში ათი დღის წინ გაკეთებული ცხაურები ისევ დაზიანდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2019
ახალციხეში, სანიაღვრე არხებზე ათი დღის წინ გაკეთებული რკინის ცხაურები ისევ დაზიანდა. რამდენიმე რკინის ფილა კვლავ ამოვარდა და მანქანით გადაადგილებას ხელს უშლის. მერიაში ამბობენ, რომ ცხაურებს შპს „არალის“ მძიმე ტექნიკა აზიანებს, ყოველ ჯერზე კი შეკეთება მერიას უხდება.

ახალციხეში ათი დღის წინ გაკეთებული ცხაურები ისევ დაზიანდა

მეექვსე საჯარო სკოლასთან სანიაღვრე არხებზე დაზიანებული რკინის ცხაურების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ პერიოდულად წერდა. ბოლოს მასალა ვებ-გვერდზე ათი დღის წინ გამოქვეყნდა. იმავე დღეს, თვითმმართველობამ ცხაურები აღადგინა, თუმცა ამჟამად რკინის კონსტრუქციები ისევ დაზიანებულია.

“უკვე თხუთმეტჯერ გამოვცვალეთ ცხაურები, მარაგიც გველევა. ამ გზაზე დადიან შპს „არალის“ მძიმეწონიანი მანქანები, რომლებიც აზიანებენ ცხაურებს. გამოვცვალეთ და კიდევ ექვსი ცხაურია დაზიანებული. მივეცით ამ კომპანიას რეკომენდაცია, რომ დაზიანებული ადგილები აღადგინოს დროულად, თუმცა უშედეგოდ“, - ამბობენ ახალციხის მერიაში.

შპს „არალის“ მაღალი გამავლობის მქონე, მძიმეწონიან მანქანებს სამშნებლო მასალა გადააქვთ. კომპანია ბაღინაშვილის ქუჩაზე ასფალტს ასხამს და მათი ტექნიკა მეექვსე სკოლის გავლით დადის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ბრალეულობა არ იკვეთება და შესაბამისად, არც დაზიანებული ცხაურების შეკეთებას აპირებენ.

„ცხაურებს თუ აყენებდნენ, დაეყენებინათ ნორმალური. ცხაური იმისთვის არ ყენდება, რომ ქვეითმა გადაიაროს ზემოდან, კეთდება იმისათვის, რომ მსუბუქ ავტომობილსაც და მძიმესაც გაუძლოს. თუ უხარისხო პროდუქცია იყო დაყენებული და ჩატყდებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. ვინც გააკეთა და ვინც ჩაიბარა პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ახალციხის მერიას“, - ამბობს შპს „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი.

მისივე თქმით, მანქანები მხოლოდ ზღვრული წონით დადიან და პრობლემას მათი გადაადგილება არ უნდა ქმნიდეს: „მანდ ჩვენი არცერთი მანქანა არ დადის ზედმეტი წონით. დაშვებულ წონას კი ვერ გაუძლო მათ ცხაურებმა. რაც იმას ნიშნავს, რომ უხარისხო პროდუქციაა ან არასწორად გაკეთებული.სახანძროს მანქანა რომ შესულიყო და ჩაენგრია იმას გააკეთებინებდნენ? შეიძლება ეთხოვათ და გავაკეთებდით, მაგრამ თუ რამეს არახარისხიანს აკეთებენ, მაგაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვაქვს“.

ახალციხეში ათი დღის წინ გაკეთებული ცხაურები ისევ დაზიანდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
მარდის დასახლებაში დაზიანებული ცხაურები გამოცვალეს
დაზიანებული ცხაურები ახალციხის ქუჩებში [Photo]
ახალციხეში, მარდის დასახლებაში ცხაურები ისევ დაზიანებულია
ახალციხეში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე ცხაურები დაზიანდა
რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა