FM97.5 / LIVE

ივანიშვილი: სამწუხაროა, დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.11.2019
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მისი ინიციატივა იყო, თუმცა ვერ შესრულდა.

ივანიშვილი: სამწუხაროა, დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი
ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ მისი გაკეთებული განცხადება "არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა".

„ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან, ჩვენი კეთილი ნება, ასე შეიძლება დავარქვათ, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს მე მგონი ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024 წელს. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის საკუთარ სიტყვებს, არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის, როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, მაგრამ არცერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი შვიდწლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა ” – ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, ამით დრამატული არაფერი მომხდარა: "არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები და არაფერი დრამატული არ მომხდარა თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მით უმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ ეს ქუჩის ოპოზიცია და აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს”.

20–21 ივნისის აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა.

14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა აქციების დაწყება თბილისში. 26 ნოემბერს, გამთენიას პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს–მ დააკავა 28 პირი, სამი ადამიანი კი დაშავდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
'პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ცინიკური სვლა იყო' – საია
‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან