FM97.5 / LIVE

როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე - ქრონოლოგია

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.11.2019
26 ნოემბერს, გამთენიას პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-ს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად, 28 პირი დააკავეს, სამი ადამიანი კი დაშავდა.

როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე - ქრონოლოგია
ფოტო: batumelebi.ge

რუსთაველის გამზირზე 25 ნოემბერს, საპროტესტო აქცია, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ 19:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა მოაწყეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა ჩამოართვეს ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებიც შეშითა და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული.

დემონსტრანტებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს.

მოგვიანებით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს ჩამოართვეს კასრებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების განცხადებით მათ გასათბობად სჭირდებოდათ. პოლიციელების თქმით, კასრების აქციაზე შეტანა „არაკონსტიტუციურია“.

აქციის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში“ ვახშმობდა. დემონსტრანტების ნაწილი სალობიესკენ გაეშურა. „ბიას“ შესასვლელთან უკვე იმყოფებოდა პოლიცია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვა სალობიე. აქციის მონაწილეებმა მას ჯონჯოლი და კიტრის მჟავე მიუტანეს.

გასათბობად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები წრეში ბურთს თამაშობდნენ და ცეკვავდნენ.

შევჩენკოს ქუჩაზე დემონსტრანტებმა პუფები მიიტანეს და „შინდლერის“ სიას უყურეს.

პარლამენტთან ახლოს პარლამენტის წევრები ევროპული საქართველოდან, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს, რომელთაც წალამი მიჰქონდათ აქციაზე. დეპუტატები მალევე გაათავისუფლეს, შსს-მ დაკავების ფაქტი არ დაადასტურა.

გამთენიის 05:00 საათზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.

აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, სამი ადამიანი კი დაშავდა.

ერთ-ერთ მოქალაქეს წყლის ჭავლის შედეგად თვალი დაუზიანდა. თვითმხილველების თქმით, მან თვალი თვითონ ჩაისვა.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 26 ნოემბერს, ისევ გაგრძელდა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები თბილისში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. მაშინ ხელისუფლებამ მომიტინგეები ასევე ძალის გამოყენებით დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

14 ნოემბრიდან აქციები იმავე მოთხოვნით გაგრძელდა. მომიტინგეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო.

მასალა მომზადებულია batumelebi.netgazeti.ge-ზე დაყრდნობით.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ პარლამენტთან 28 პირი დააკავა
პარლამენტთან აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
აქციის ორგანიზატორები: 24 ივნისს 14:00 საათზე ავტოკოლონა შსს-კენ სიგნალებით გაემართება