FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.06.2019
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება

"პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო, ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ ქართული ოცნება იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელიუფლებაში მრვალპარტიული და შესაბამისად პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპის სტანდარტს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა: "პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბოსლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს, ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა, იმავდროულად საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგებიც, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც ვინც ძალას გადაამეტა".

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის სხდომაზე აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
გამოკითხვა: რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება [ვიდეო]
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა
'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
'ქართული ოცნება' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს