FM97.5 / LIVE

‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2019
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დატოვების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ პარლამენტის არც ერთ კომიტეტის სხდომაზე დასწრებას აღარ აპირებს, რადგან მას მიზანმიმართულად ავიწროებენ.

‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე

დღეს, 21 ნოემბერს გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დატოვა. მისი თქმით, სხდომების გაცდენის გამო, მხოლოდ მას აჯარიმებენ.

„არ მაფრთხილებენ კომიტეტების სხდომების თაობაზე, მეორე თვეა მაჯარიმებენ გაცდენის გამო. ჩემს გარდა არც არავინ დაუჯარიმებიათ. უმრავლესობაში არის პრაქტიკა – ვინც აცდენს იმას ხელს აწერინებენ, რომ ვითომ ესწრებოდა. არსებობს უფლებამონაცვლეობა, მაგრამ მე დამოუკიდებელ დეპუტატს, თან მაჟორიტარს, რომელსაც სხვა საქმეებიც მაქვს, უფლებამონაცვლე ვერ მეყოლება. ეს არის დისკრიმინაციული მუხლი, როცა ფრაქციის წევრი შეიძლება სხვამ შეცვალოს და მე კი ვერავინ მცვლის“.

რა თანხით დააჯარიმეს ფოფხაძე არ გვითხრა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა კი განაცხადა, რომ გედევანის ნათქვამი უსაფუძვლოა, რადგან გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.

გედევან ფოფხაძე დღეიდან „ქართულ ოცნებასთან“ ნებისმიერი სახის ურთიერთობას გამორიცხავს.

„საერთოდ საკომიტეტო სხდომაში არ ვაპირებ მონაწილეობას. ოცნებასთან რაიმე ფორმით ურთიერთობას საერთოდ გამოვრიცხავ, სალამსაც აღარ მივცემ. ის პერიოდი, რაც ვიყავი ოცნებასთან ჩემთვის არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო და სიბინძურესთან არაფერი საერთო მინდა მქონდეს“, – ამბობს დეპუტატი და ამატებს, რომ სხვა კომიტეტშიც რომ იყოს მაინც იგივე მდგომარეობა იქნება: „აპარატი მომართულია ჩემს წინააღმდეგ. თუ უნდათ ჩემი შევიწროება მაინც დამჩაგრავენ, რეგლამენტიც მაგას მოარგეს. უმრავლესობა ყველანაირად კომფორტშია, ნაციონალური მოძრაობა კი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია“.

გედევან ფოფხაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება დღეს, 21 ნოემბერს მიიღო.

დეპუტატმა მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა უმრავლესობა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. გადაწყვეტილება ფოფხაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
'თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი' – გედევან ფოფხაძე კომიტეტს ტოვებს
'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს
‘ხელისუფლება საპატრიარქოსთან დამნაშავეა’ - გედევან ფოფხაძე
'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა