FM97.5 / LIVE

'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.02.2019
ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" და ფრაქცია დატოვა.

'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე

მისივე თქმით, ოფიციალური განცხადებით პარტიას და ფრაქციას მან პარასკევს, 22 თებერვალს მიმართა.

როგორც ფოფხაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.

გადაწყვეტილება ფოფხაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.

ფოფხაძემდე პარტია დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. გოგიჩაიშვილის და ბესელიას შემთხვევაში მიზეზი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი იყო. ნაცვლიშვილმა კი პარტია მისი ინიცირებული საპენსიო რეფორმის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გემი იძირება და გადაიბარგა' – შეფასებები გედევან ფოფხაძის 'ოცნებიდან' წასვლაზე
გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
'ოცნებამ' საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს
‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე
დღის ამბები 18:00 საათზე – 25 თებერვალი [Audio]