FM97.5 / LIVE

შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2019
მეწარმეობის მეშვეობით, საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტი იწყება. პროექტში მონაწილეობა 18–დან 29 წლადე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და RDFG-სა და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

შეხვედრაზე პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ ისაუბრა.

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლათ 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ან თავიანთი ბიზნეს პროექტების განხორციელებას გეგმავენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში. პროექტის ფარგლებში, ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს. გამარჯვებულებს გადაეცემათ 10 000, 8 000 და 6 000 ლარის გრანტი.

პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, შემდეგ ისინი წარმოადგენენ სამეწარმეო იდეებს ოთხი მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

„არ არის აუცილებელი ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებში ცხოვრობდნენ მონაწილეები. მთავარია ქონდეს სურვილი, რომ ბიზნეს იდეა ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში განახორციელონ“, – გვითხრა ნინო ზუმბაძემ, რომელიც ტრენინგებს ადიგენში ჩაატარებს.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს და საგრანტო თანხით დაჯილდოვებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.

პროექტი განხორცილდება სამ ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდა გადამზადდეს მეწარმეობის თემაზე.

შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში  [R]
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული  სკოლის’’  შესარჩევი კრეათონები გაიმართება
ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის
ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®