FM97.5 / LIVE

ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.04.2019
ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით ადიგენის მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სათემო კავშირები შეიქმნა. მათი მიზანი ადიგენში არსებული იმ ეკო-დერეფნის დაცვაა, რომელიც დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ

ადიგენში, მესხეთის ფერდობების სამხრთ ნაწილში მდებარე დერეფანი კავკასიის მასშტაბით გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა. ეკო-კორიდორების ფონდის ეროვნული კოორდინატორი თათა ჭოჭუა ამბობს, რომ აქ არის მაღალი მნიშვნელობის ბუნებრივი ეკო-კორიდორი, სადაც არჩვის, ირმის, მურა დათვისა და სხვა საკვანძო სახეობების მიგრირება ხდება: „ადიგენის მუნიციპალიტეტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს აჭარის რეგიონთან და თურქეთის სახელმწიფოსთან აკავშირებს, ექსპრეტებთან ერთად შევისწავლეთ ტერიტორია და დავადგინეთ გარკვეული უბნები, რომლებსაც ე.წ. მშვიდ ზონებს ვუწოდებთ, ამ არეალზე აკრძალულია ნადირობა, თიბვა და სხვა ნებისმიერი აქტივობა, სწორედ ამ მიზნით სათემო კავშირები შეიქმნა და მასში შემავალი ე.წ. ბუნების ქომაგები აღნიშნულ ტერიტორიას დაიცავენ“.

ეკო-კორიდორების მოვლისთვის ათწლიანი საკონსერვაციო შეთანხმება ადიგენის ათი სოფლის სათემო კავშირთან გაფორმდა. დერცელის, მოხის, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებისთვის ათი წლის მანძილზე 751 000 ევროა გათვალისწინებული. ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებისთვის კი 400 000 ევრო.

„გერმანელი გაწვდის იმის ფულს, რომ შენს ქვეყანას და ჰაერს მოუარეო, დადგა ამის დრო და ჩვენც უნდა გავაკეთოთ. მთაში, სადაც ზაფხულობით მივდივართ ხოლმე, ნადირის კორიდორებია და მოვლა სჭირდება. ამ ადგილებში ჩვენ პირუტყვის ძოვებას ავკრძალავთ, რადგან ცხოველებს პრობლემა არ შეექმნათ“, – ამბობს დერცელის სათემო კავშირის თავმჯდომარე ჯემალ შავაძე.

პროექტის ფარგლებში, თითოეულმა სოფელმა საკუთარი სურვილით გარკვეული ტექნიკაც იყიდა. ტყეში გადაადგილების მიზნით ბუნების ქომაგებმა “SUZUKI Jimny”-ს მარკის ავტომობილები, ასევე ტრაქტორები სპეციალური აგრეგატებით შეიძინეს.

ნამინაურის სათემო კავშირის თავმჯდომარეს, ბადრი ვაშაყმაძეს ვკითხეთ, თუ რას მოიქმედებენ თემის წევრები იმ შემთხვევაში, თუ ეკო-დერეფანში მონადირეებს გადააწყდებიან: „ჯარიმის დაწერის უფლება არ გვაქვს, ამიტომ სიტყვიერად გავაფრთხილებთ და ავუხსნით, თუ რატომ არ შეიძლება აქ ნადირობა. ამის შემდეგ ვაცნობებთ რეინჯერებსაც“.

საკონსერვაციო შეთანხმება საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით ხორციელდება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]
ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]
კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად
662.500 ევრო ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისთვის