FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებს საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ

მთავარისაზოგადოება 17.12.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საბავშვო ბაღს, სამზარეულოსთვის ჭურჭელი, სათამაშეობი და ნაძვის ხეები გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებს საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ

სათამაშოები და ნაძვის ხეები ბაღებს დღეს, 17 დეკემბერს დაურიგეს. ამისთვის ჯამში 4.899 ლარი დაიხარჯა.

„საახალწლოდ პატარებს ტკბილეულსაც დავურიგებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

გასულ კვირას მუნიციპალიტეტის ბაღებს სამზარეულოსთვის ტექნიკა და ჭურჭელი გადაეცათ.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შენიშვნები, ითხოვდნენ, რომ ნიკელის ქვაბები გამოგვეყენებინა სამზარეულოში. თითო ბაღს სხვადასხვა ზომის 5–5 ქვაბი გადავეცით. ასევე შევუძინეთ ის ჭურჭელი, რაც სჭირდებოდათ. ამისთვის 4.557 ლარი დაიხარჯა. მაცივრებისა და გაზქურების შესაძენად კი დაახლოებით 6.000 ლარი. ამ თანხით 2 მაცივარი, 2 გაზურა და 5 გამწოვი შევიძინეთ. გამწოვი ყველა ტიპიურ ბაღს გადაცევით მაცივარი და გაზურა კი იმ ბაღებს, სადაც ყველაზე მეტი აღსაზრდელი იყო“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ 2015 წლიდან საბავშვო ბაღებს მეტი ყურადღება მიექცევა. დაგეგმილია ყველა იმ ბაღის რეაბილიტაცია, რომლებიც სარემონტოა. იგეგმება ახალი ბაღების გახსნაც.

„მეორე შახტაში ახალი ბაღის გახსნას ვგეგმავთ, შენობის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. ასევე სოფელ წნისში გადმოგვეცა ძველი სკოლის შენობა, სადაც ბაღი განთავსდება. 2017 წლამდე შევეცდებით ყველა სოფელს ქონდეს საბავშვო–ბაღი. იმედი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების თანადაფინანსების“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, აქედან სამი ალტერნატიული. ბაგა–ბაღებში ჯამში 475 აღსაზრდელი ირიცხება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მომავალი წლიდან ალტერნატიული ბაღების ტიპიურ ბაღებად გადაკეთება იგეგმება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებს სათამაშოები გადაეცათ
ახალციხის საბავშვო ბაღებს აუდიო ტექნიკა გადაეცათ
ახალციხის ბაღებს მერიამ სათამაშოები შეუძინა
მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს
ახალციხის ბაღებს ახალი ინვენტარი გადასცეს
ახალციხის ბაღებს ახალ  ჭურჭელს  გადასცემენ
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა