FM97.5 / LIVE

რა წერია კოდექსში ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2019
ბავშვის უფლებების ახალი კოდექსის თანახმად, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება უკიდურეს შემთხვევაში მოხდება და ამის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს, ამასთან, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით.

რა წერია  კოდექსში  ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად

საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებების კოდექსი“ სექტემბრის ბოლოს, მესამე მოსმენით 85 ხმით მიიღო, რომელიც სრულად 2020 წლის პირველ ივნისს ამოქმედდება. მანამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს ვალდებულება ეკისრება, შეიმუშავოს სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები.

როგორც, პარლამენტის ვებგვერდიდან ვკითხულობთ, კანონი სრულად ძალაში მომავალი წლის ივნისიდან შევა, თუმცა მანამდე სახელმწიფოს მოუწევს, შეიმუშავოს სამართლებრივი რეგულაციები და სხვადასხვა ტექნიკური სტანდარტები. უფრო ადრე 2019 წლის პირველ ნოემბრამდე, კი თვითონ საქართველოს პარლამენტს დაევალა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა კოდექსის ინპლემენტაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში კი დაზუსტდება რეგულაციების შემუშავების თარიღები და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებლობები. გეგმის აღსრულებას ზედამხედველობას კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ფარგლებში, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბევრი ახალი პროექტი უნდა შემუშავდეს, უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული.

მათ შორის, ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.

კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს.

ამასთან, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.

სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა - ცხელი ხაზი და კოორდინატორი.

კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენს ბავშვებს მივცემთ ნათელ და კარგ მომავალს“, - ამბობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

კოდექსის მიხედვით, ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ბავშვის უფლებების კოდექს“ აფასებენ ახალციხეში. ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ახალი კანონის მიღებას მიესალმება და განმარტავს, რომ ბავშვების უფლებების დასაცავად, რეგულაციები აქამდეც უნდა განხორციელებულიყო.

„აქამდე ბავშვების უფლებების დაცვა, მხოლოდ თეორიულად მესმოდა, ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობდით მაგრამ შედეგი არავის უნახავს.
ბავშვებზე ძალადობის, მათი არაადამინური მოპყრობისა თუ არანორმალურ პირობებში ცხოვრების რიცხვი დღითიდღე იზრდება“,- გვიხსნის გულიკო ბექაური.

მისივე თქმით, ბავშვის მშობლების გვერდით აღზრდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეთანხმება კოდექსის იმ ნაწილს, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისისც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ბავშვების მშობლებთან განცალკევება: „ოჯახს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ბავშვის პიროვნების განვითრებაზე, მისი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და აუცილებელია, მისი დედასთან ყოფნა. ამიტომ უკიდურესი შემთხვევის გარეშე, იგი არ უნდა განაცალკევონ. კარგად უნდა მოხდეს ბავშვზე დაკვირვება ასაკის მიხედვითაც და პირიქით უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ყველა პირობა შეუქმნას ცხოვრებისათვის“.

გულიკო ბექაური ყურადღებას ბავშვებზე ძალადობაზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ წორედ აღნიშნული მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
რეკომენდაციები ქალთა უფლებების დასაცავად

ბავშვთა საკითხებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა