FM97.5 / LIVE

‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2019
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებს ყიდულობს. ამბობს რომ დაცლილ სოფელში „ოაზისი“ უნდა გააკეთოს.

‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს

მეუფე ნიკოლოზმა ასფარაში მიტოვებული სახლების ყიდვა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. თითო სახლში ეპარქია 2500–8000 დოლარს იხდის.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ბინები და მიწის ნაკვეთები ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრზეა დარეგისტრირებული. 2013–18 წლებში ააიპ–მა, რომლის დირექტორი თავად მეუფეა [ერისკაცობაში პაატა ფაჩუაშვილი ს.კ], ასფარაში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა.



სოფელი ასფარა, ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ისტორიულ სოფელში დაახლოებით 32 სახლი დგას, აქ მუდმივად მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. დანარჩენი სახლების კარი ფიცრებითაა აჭედილი ან ბოქლომი ადევს. ასფარაში ადამიანების ხმა მხოლოდ ისპირიანების ოჯახიდან გამოდის.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს იმ სახლის ყიდვაც სურს, სადაც ისპირიანები ცხოვრობენ, თუმცა ამბობს, რომ ოჯახი სახლს ძალიან ძვირად ყიდის.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ასფარას ადგილმდებარეობა და ისტორიული წარსული იზიდავს. ამბობს, რომ სოფელში სახლებს ააშენებს, კეთილმოაწყობს შემდეგ კი ძვირად გაყიდის.

„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. სახლებში გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ანუ ლამაზი სახლები იქნება, თავისი ეზოთი, რომელშიც აუცილებლად დავთესავთ კარტოფილს, თან ეს ნესტიანი მიწაა და ხშირი მორწყვა არ დასჭირდება. ნატურალური მეურნეობა იქნება. დაყენდება ყველგან კამერები და სახლის მფლობელს შეეძლება თავისი სახლის კონტროლი. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება“, – ამბობს მეუფე.

მისივე განმარტებით, ასფარაში სახლებს ეპარქიის ფულით და შემოწირულობებით ყიდულობს.

„აქ საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. გარდა ამისა გვეხმარებიან ბიზნესმენები. აი მაგალითად, რუმინეთში რომ ვიყავი, იქ ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვარს ვუთხარი ამის შესახებ და ერთი სახლი მან მიყიდა. მინდა ნამდვილი ოაზისი გავაკეთო. გერმანიაში მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გავიცანი, რომელიც თურმე ასფარაში ნამყოფი ყოფილა და მითხრა რომ სოფელში კარგი ბაღიც გაკეთდება“.

მისი თქმით ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ასფარა შეარჩია, სოფლის ისტორიული ღირებულებაა. მეუფე გვიყვება, რომ როდესაც ერთ–ერთი სახლი იყიდა, თავლაში გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც გადიოდა სოფელში არსებულ მეათე საუკუნის ეკლესიასთან და ასევე, ფარავნის ტბასთან. მას სურს, რომ ამ ადგილებით ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო დააინტერესოს, თუმცა ვერ მოახერხა.

მეუფე ამბობს, რომ როდესაც მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.

სოფლის ერთადერთი მკვიდრი ჰაირაპეტ ისპირიანი თანახმაა სახლი მეუფეს მიჰყიდოს, მაგრამ ამბობს, რომ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

„სოფელში რამდენიმე სახლი ეპარქიას ეკუთვნის და ჩემის ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ 3 000 დოლარი შემომთავაზეს, ამ თანხით რა უნდა ვქნა, ვერსად ვიცხოვრებ. 25 000 დოლარს თუ გადამიხდიან მივყიდი“, – ამბობს ჰაირაპეტი.



‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს

‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს

‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს

ასევე გირჩევთ:

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობით
რა (არ) განმარტა მეუფე ნიკოლოზმა ასფარას ‘ოაზისის’ სქემაზე
ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია
ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თბილისში 2 ბინას ფლობს - აი, ფაქტი